FM97.5 / LIVE

თოჯინების თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.05.2017
ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე, თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია სრულდება, თუმცა აქ თეატრი ჯერ ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს. სცენა ჯერ ისევ მოსაწყობია და სამუშაოების შესასრულებლად ამ დრომდე ტენდერიც არ გამოუცხადებიათ.

თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება
თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის რუსუდან სისაურის განმარტებით, თეატრის რეაბილიტირებულ შენობას, რამდენიმე დღეში ჩაიბარებენ, თუმცა, წარმოდგენების გამართვას ჯერ ვერ შეძლებენ.

„შენობას 29 მაისს ჩავიბარებთ. სცენის გარდა ყველაფერი გარემონტებულია“, – განაცხადა რუსუდან სისაურმა.

მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის 302 775 ლარი გამოყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გლობალ ჰაუსმა“ შენობა გაარემონტა, თუმცა სცენის რეაბილიტაცია ამ პროექტში განსაზღვრული არ იყო.

რუსუდან სისაურის განმარტებით, კულტურის სამინისტრო სცენის რეაბილიტაციისთვის ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს: „დაახლოებით, 100 000 ლარზე გამოცხადდება ტენდერი“.

მისივე თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე თეატრის შენობა ძველ ადგილს დაუბრუნდება და სპექტაკლების გამართვასაც შეძლებენ: „სცენაც რომ დამთავრდება, ალბათ სექტემბრისთვის გადავალთ ქალაქის ცენტრში".

მას შემდეგ, რაც „თოჯინების თეატრი“ ძველ ადგილს დაუბრუნდება, გათავისუფლებულ ფართში მუზეუმის ადმინისტრაცია განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2012 წლის სექტემბერში თოჯინების თეატრი "ახალციხის ციხეში" გადავიდა. ციხის ტერიტორაზე გადასვლიდან მალევე არასაკმარისი ფართის გამო თეატრის ხელმძღვანელობა უკან ქალაქში დაბრუნებას ითხოვდა. ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ თეატრის ადმინიტრაციის მოთხოვნა სრულდება.

რუსუდან სისაურის განმარტებით იმის გამო, რომ „ახალციხის ციხეზე“ პატარები სპაქტაკლის საყურებლად არ დადიან, იძულებულები არიან, რომ სპექტაკლებს სკოლებსა და ბაგა–ბაღებში წაიღონ და იქ ჩაატარონ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა
თოჯინების თეატრის რემონტი მაისში დასრულდება
თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება
თოჯინების თეატრში სეზონი ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნება
შესაძლოა თოჯინების თეატრი ძველ ადგილს დაუბრუნდეს
ახალციხის თოჯინების თეატრი ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ელოდება
ვინ იქნება ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი