FM97.5 / LIVE

ალტერნატიული საბავშვო ბაღები

მთავარიგანათლება, საზოგადოება 06.04.2012
სოფლებში ალტერნატიული საბავშვო ბაღები იქმნება; რას გულისხმობს პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება;

სოფლებში ალტერნატიული საბავშვო ბაღები იქმნება; რას გულისხმობს პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება;

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრები ლიზი დიასამიძე ოთხი წლის ხდება, თუმცა, ბაღში არ დადის. როცა დედა სამსახურშია, შინ ბებიასთან რჩება და არც იწყენს, ხატვას, ცეკვას, ლექსებს და ზღაპრებს სახლში, ხან ბებია და ხან ბაბუა ასწავლის.

“ბავშვი სახლში სასკოლოდ როგორც არ უნდა მოამზადო, მაინც სჭირდება სოციალურ გარემოსთან შეგუება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც სკოლის მერხამდე უნდა ჰქონდეს გათავისებული”, - ამბობს ლიზის დედა თამუნა ყურმაშვილი.

350-კომლიან სოფელში საბავშვო ბაღი ხუთ წელზე მეტია გაუქმდა, შენობა კერძო პირმა შეისყიდა და აქ ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
ამჟამად, ახლაციხის მუნიციპალიტეტში ცხრა ბაღი მოქმედებს, მათ შორის რვა ახალციხეში, ერთი კი ვალეშია. ცხრა ბაღში 1 000-მდე ბავშვი დადის. მათი ნაწილი სოფლებიდანაც დაჰყავთ.

“ვისაც მანქანა ჰყავს და ყოვლედღე სამსახურის გამო უწევს ქალაქში წამოსვლა, მოჰყვათ ბავშვები სოფლებიდან. თუმცა ასეთები ერთეულები არიან, - ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორი მზია ქობესაშვილი და ამატებს, რომ წლების წინ ბაღი ყველა, მათ შორის მაღალმთიან სოფელშიც ფუნქციონირებდა – მაგრამ მაშინ, როცა საქართველოში ყველაფერი ინგრეოდა, ყველა ბაღი განადგურდა, ისე რომ თითქმის შენობებიც აღარ დარჩა”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკა” ალტერნატიული ბაღების შექმნას იწყებს. ევროპაში მიღებული მეთოდის მსგავსად, ალტერნატიული ბაღები ოთხიდან ექვს წლამდე ბავშვებზე იქნება გათვლილი და აქ პატარებს, მხოლოდ ოთხი-ხუთი საათით დატოვებენ. ეს ერთგვარი სასწავლო ცენტრი იქნება, რომლის ძირითად დანიშნულებასაც, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, სასკოლოდ აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს.

“ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბავშვი როგორც განვითარდება ექვს წლამდე, სწორედ ის მიჰყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაჩვენეს დიაგრამა, რომლის მიხედვითაც ბავშვი ერთიდან სამ წლამდე უფრო მეტ რამეს ითვისებს, ვიდრე სამიდან ექვს წლამდე, ან ექვსიდან 14-მდე შემდგომში. გამოდის, რომ ჩვენ ბავშვებს არასწორად ვზრდით”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე.

მისი თქმით, ის რომ ბავშვი ოჯახშია და ბება-ბაბუა ზრდის, არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისად ვითარდება: “აქ იგულისხმება იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც უნდა იყოს საფუძველი შემდგომში განვითარებისთვის, თუნდაც წიგნთან ურთიერთობა, ან საზოგადოებაში მოქცევის წესები”.

რვათვიანი პროექტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში რვა ალტერნატიული ბაღი გაიხსნება. ჯგუფში 10-დან 25-მდე ბავშვი ჩაირიცხება. სამუშაო დღეებში აქ აღსაზრდელები ათიდან ორ საათამდე იქნებიან. ბაღი ბავშვებს კვების გარეშე, უფასოდ მოემსახურება და მათ გადამზადებული პედაგოგები ასწავლიან.

პროექტში საბავშვო ბაღის ქირის ან შესყიდვისთვის თანხა გათვალისწინებული არაა, ამდენად, იმ დასახლებულ პუნქტში, რომელშიც ბაღის გახსნა გადაწყდება, შენობის გამონახვა ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა.

“ჩამოსული იყვნენ პროექტის წარმომადგენლები, ვიყავით სვირში, ჭვინთაში, პამაჟში. დიდთოვლობის გამო ურაველში და ანდრიაწმინდაში ვერ ავედით, - ამობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე და ამატებს, რომ რვავე ბაღისთვის ფართი თითქმის ყველგან გამოყოფილია. ძირითადად, ეს არის სოფლებში ყოფილი გამგეობების შენობები, დაახლოებით, 30-35 კვადრატული მეტრის მოცულობით.

კლდეში ბაღისათვის ადგილი კულტურის სახლის შენობაში გამოინახა. სოფელში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულის ზურაბ კურტანიძის თქმით, შენობა არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია: “სახურავს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევაკეთებთ”.

იმ ოთახების გასარემონტებლად, სადაც ალტერნატიული ბაღები იქნება, პროექტით 2 000 ლარია გათვალისწინებული. “კივიტას გეორგიკა” შეიძენს ასევე საჭირო ინვენტარს და გადაიხდის პედაგოგების ხელფასსაც, საშაულოდ 150-200 ლარს თვეში.

“კადრების პრობლემა არ გვექნება, იმდენი უმაღლსედამთავრებულია სოფლებში დაუსაქმებელი, რომ პირიქით, არჩევანის საშუალებაც კი იქნება”, - ამბობს ქობესაშვილი.

პედაგოგებთან ერთად, პროექტის თანახმად, ბავშვებთან იმუშავებენ მშობლებიც.

“ყოველ დღე, პედაგოგთან ერთად, დამხმარე ძიძის როლს, მშობელი შეასრულებს”, - გვიხსნის ასპანიძე.

მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული რომ ბაღების ფუნქციონირება მუნიციპალიტეტმა აიღოს თავზე: “შევუერთებთ ბაღების გაერთიანებას და გარკვეულ კონტროლს განვახორციელებთ”.

ამჟამად, ადგილობივი ბიუჯეტი 29 777 000 ლარს შეადგენს. აქედან ბაღების გაერთიანებისათვის 253 000 ლარია გამოყოფილი. მუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, ბიუეჯტი ორჯერაა გაზრდილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გაგა ივანიძის განცხადებით, ამჟამად, სოლფებში ბაღების ფუნქციონირებისათვის თანხა საკმარისი არაა.

პრეოქტის განხორციელება აპრილის პირველი რიცხვებიდან დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. ქობესაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღებს ალბათ ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემენ.

რამდენად გაამართლებს ალტერნატიული ბაღების შექმნის იდეა და რა ფორმით გააგრძელებს ის ფუნქციონირებას თვითმმართველობის დაქვემდებარების შემთხვევაში, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციის წყალობით, ათობით ბავშვს მიეცემა საშუალება, სკოლაში უფრო მომზადებული მივიდეს.

თამუნა უჩიძე, ახალციხე


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა
ვინ დააფინანსებს უფასო საბავშვო ბაღებს
დაბა ასპინძაში ორი ბაღი რემონტდება – პროექტის ღირებულება 900.000 ლარია
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალქალაქში, ორ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდება
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის