FM97.5 / LIVE

საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. საროში მდებარე მიხეილ მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს 2017 წლის 1 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სახლი დგას სოფ. საროში. აშენებულია მე-19 ს. 60-იან წლებში, ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურვა ხის ძელებისაა, რომლებიც ხისავე სვეტებს ეყრდნობა. უკანა მხარე მიწაშია ჩასმული. შედგება კარაპანის, დერეფნის, ახორის, საბძელის, დარბაზის და საკუჭნაოსაგან. კარაპანი ხის სვეტებსა და გადახურვაზე დაყრდნობილი ღია დერეფანია, რომელიც სახლს წინიდან აქვს მიდგმული. აქედან ხვდებოდნენ დერეფანში, რომლიდანაც გასასვლელია ახორში. ახორის იატაკის შუაში ქვაფენილის სანარწყალის ადგილია დატოვებული. მის თავზე კი ხის გადახურვაში ერდოა გაჭრილი. ახორის მარჯვნივ პატარა საბძელია გამართული. ახორიდან დარბაზშია გასასვლელი. დარბაზი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი, მარჯვენა მხარეს საკუჭნაოა გაკეთებული. დარბაზის ცენტრალურ ნაწილს რვაკუთხოვანი გვირგვინოვანი გადახურვა აქვს, რომელიც ამდენივე სვეტს ეყრდნობა. სვეტები ვოლუტისებური კაპიტელებით სრულდება. დარბაზის უკანა კედელში ნალისებურთაღიანი ბუხარია გაკეთებული, რომლის ორივე მხარეს თითო ხის სვეტია აზიდული. ბუხრის წინ ქვის ბაქანია მოწყობილი. ასეთივე ბაქანია გამართული ბუხრის მარცხნივ, კუთხეში. დარბაზის მარჯვენა მხარეს, საკუჭნაოს ერთი ნაწილი ფურნეს უკავია. თაღოვანი ნაგებობაა, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან - საცეცხლე-სანაცრესგან და საცხობი ნაწილისგან. დარბაზისთვის მოგვიანებით მარჯვნიდან მოუდგამთ ოდა, რომელიც ახლა დანგრეულია. დარბაზს 1918-20 წლებში თურქთა ერთ-ერთი შემოსევისას ცეცხლი წაუკიდეს და ნაწილობრივ დაწვეს. დარბაზი 2003 წლამდე გამოიყენებოდა საცხოვრებლად.

შეგახსენებთ, რომ მესხური დარბაზების აღსადგენად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მუნიციპალური განვითარების ფონდი დაახლოებით 2 მლნ 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. სოფელში 30–მდე მიწურის აღდგენა იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც აპირებს. მთავრობის გეგმა ამბიციურია – სოფელი სარო რეგიონის ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს. სარეაბილიტაციის სამუშაოები, სავარაუდოდ, 2017 წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის სექტემბერში დამთავრდება.

იხილეთ "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ მომზადებული მასალა, საროს მესხურ დარბაზებზე.

საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა


[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
საროში 4 წლის წინ დაანონსებული დარბაზების რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა
სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა