FM97.5 / LIVE

რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა

მთავარიეკონომიკა 25.03.2013
2013 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 13 პროექტს დააფინანსებს, რისთვისაც ჯამში 2 889 500 ლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 200 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხა 140 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს იყო ამ პროგრამით გათვალისწინებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნა. რისთვისაც სულ 6 265 390 ლარი იყო საჭირო. აქედან ყველა პროექტი ვერ დაფინანსდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხის მუნიციპალიტეტში 13 პროექტი დააფინანსა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით აღნიშნული პროექტები გამჭვირვალედ, მკაცრი მონიტორინგით განხორციელდება.

- ”მინისტრი და მისი მოადგილეები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მიაწოდეს სრული ინფორმაცია პრიორიტეტების, პროექტების წარდგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცედურის შესახებ. რათა ადგილობრივმა ორგანოებმა მიიღონ მაქსიმალური მონაწილეობა, რა პრიორიტეტები უნდა დაფინანსდეს ამ 200 მილიონით რეგიონებში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტების შედგენა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს დაევალათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის პრიორიტეტები მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრეს.

დაფინანსებული პროექტებიდან უმეტესი ნაწილი წყლის სისტემის მოწყობასა და რეაბილიტაციას ეხება. ნაწილი კი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ დასახელებული ოთხი პრიორიტეტიდან მოსახლეობამ არჩევანი უმეტესწილად სასმელ წყალსა და გზების რეაბილიტაციაზე შეაჩერა.

- ”სადაც საშუალება იყო, რომ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულიყო, ყველამ წყალი აირჩია, რადგან სასიცოცხლოდ ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა იყო თემები, საიდანაც რამდენიმე პროექტი გაიგზავნა”, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენილ პროექტებში აქცენტი მხოლოდ რეაბილიტაციაზე არაა გაკეთებული.

- ”პროექტების ნაწილი მთლიანად ახალი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. მაგალითად სოფელ კლდეში წყლის სისტემის რეაბილიტაცია კი არა, არამედ მთლიანად ახალი სისტემა გაკეთდება, სათავე ნაგებობით, ავზებითა და გაყვანილობებით, - ამბობს ბესიკ ბლიაძე და ამატებს, რომ გაგზავნილ პროექტებში სოფლის გზების მოხრეშვაც იყო გათვალისწინებული. თუმცა, სამინისტროში განუმარტეს, რომ ამით პრობლემა სამუდამოდ ვერ მოგვარდება და გარკვეული დროის განმავლობაში სოფელი იგივე პრობლემის წინაშე დადგება.

მისივე თქმით, ეს პროექტების დაფინანსების პირველი ეტაპია და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეორე ეტაპის განხორციელებასაც გეგმავს: „გვითხრეს, რომ ის პროექტები, რომელთა დაფინანსებაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ მეორე ეტაპზე დაფინანსდება”.

როდის ჩირიცხება თანხები და როდის დაიწყება პროექტების განხორციელება, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამის შემდგომ კი კონკრეტული პროექტების დეტალურად შესწავლა და განხორციელება დაიწყება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

რეგიონული განვითარების სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნება
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
ადიგენს პირველ ეტაპზე 2 პროექტი დაუფინანსდა
ახალციხეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადრეულად დაიწყებენ
ასპინძის მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად ისევ გზა დარჩა