FM97.5 / LIVE

საროში მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.05.2017
საროში გაფიცული მუშები სამსახურს ისე დაუბრუნდნენ, რომ მათი მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდა.

საროში მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაობი სამდღიანი პაუზის შემდეგ ისევ განახლდა; თუმცა, მუშებს ის ორი თვის ხელფასი რისთვისაც გაიფიცნენ, სრულად ამ დრომდე არ მიუღიათ.

„150–150 ლარი ჩაგვირიცხეს, მანამდე კიდევ გაფიცულები რომ ვიყავით 200–200 ლარი მოგვცეს. ეს ჯამში ერთი თვის ხელფასია, თუმა სრულად არა“, – ამბობენ სარწყავი წყლის მაგისტრალზე დასაქმებულები.

მუშები მარტისა და აპრილის ხეფასების მღების მოთხოვნით გაიფიცნენ. თუმცა იმისთვის, რომ მარტის ხელფასი სრულად მიიღონ, მათ კიდევ 50–50 ლარი უნდა დაერიცხოთ.

„ისევ დაგვპირდნენ ხვალ მოგცემთო. ოღონდ ეს მარტის დავალიანებაზეა ლაპარაკი. აპრილის ხელფასს როდის მივიღებთ არ ვიცით. მაგრამ სამუშაოზე მაინც გამოვცადდით“, – ამბობს ერთ–ერთი მუშა ანზორ გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პირველად 11 მაისს, ერთი დღით გაიფიცნენ. დამსაქმებელი აზერბაიჯანული კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ ანაზღაურება ჯერ 12 მაისს, შემდეგ კი 15–16 მაისს უნდა მიეღოთ, თუმცა მოგვიანებით ორი თვის დავალიანებიდან მხოლოდ 200–200 ლარი დაურიცხეს. ამიტომ მუშები ერთი კვირის შემდეგ, 18 მაისს ისევ გაიფიცნენ. ამჯერად მათ 150–150 ლარი დაურიცხეს.

როგორც "სამხრეთი კარიბჭემ" გაარკვია, ხელფასების დაგვიანების მიზეზი დამსაქმებელი კომპანიის მიერ დაგვიანებით შევსებული ფრომა ორია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს
საროში მუშები ისევ გაიფიცნენ
საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ
სოფელ ნიჯგორში  წყალსაქაჩის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
საროში მუშები გაფიცვას აგრძელებენ