FM97.5 / LIVE

ადგილობრივების შეფასებები ენის სტატუსის შესახებ

მთავარიპოლიტიკა 25.03.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვაზე ენის სტატუსის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა არაფერი იცის. თუმცა, ისინიც კი, ვისაც ინფორმაცია არ აქვს, ამბობენ, რომ ამ მიმართვას მხარს უჭერენ და ახალი ამბავი ახარებთ.

ადგილობრივების შეფასებები ენის სტატუსის შესახებ

-”არა, მე არაფერი ვიცი, მიხარია, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგეს. სომხური ენის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლებში სომხური ენის დონე ძალიან დაბალია, როდესაც ბავშვს სომხურ ისტორიაზე ან ლიტერატურაზე ეკითხები, ხედავ, რომ ცოდნა ძალიან დაბალ დონეზეა. ჩვენ პირველ რიგში საკუთარი ენა უნდა ვისწავლოთ“, – ამბობს ერთ–ერთი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა.

მიასნიკ ხრიმიანი ახალქალაქის ერთ–ერთი აქტიური მოქალაქეა. მან მიმართვის შესახებ იცის და მხარს უჭერს, თუმცა, მისი ინიციატორებისადმი არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს.

”ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ენაზე ლაპარაკობს ხალხი, ვინც რამდენიმე თვის წინ ენის წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. ვფიქრობ, სომხური ენა უნდა დავიცვათ, ანუ სკოლებში სომხური ენის საათების რაოდენობა უნდა აღდგეს, ხალხს ქართული ენის სწავლას არავინ უნდა აიძულებდეს.ისწავლოს მხოლოდ იმან, ვისაც ეს უნდა“, – ამბობს იგი.

ჩვენი გამოკითხვის მონაწილე კიდევ ერთმა ქალბატონმა არ მოინდომა ვინაობის დასახელება. მან აღნიშნული მიმართვის შესახებ ყველაფერი იცის და მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს.

”ძალიან კარგად წარმომიდგენია რას მოგვცემს ენის რეგიონული სტატუსი. პირველ რიგში, ნებისმიერ ადგილობრივ მცხოვრებს სახელმწიფოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარების საშუალება მიეცემა ისე, რომ თარჯიმნის აუცილებლობა არ ექნება. მაგალითად, სასამართლოში განსასჯელიც, ადვოკატიც და მოსამართლეც სომხები არიან, სასამართლო პროცესი კი ქართულად მიმდინარეობს. რატომ?“ – ამბობს იგი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მესამე სკოლაში სომხური ენის დღე აღნიშნეს
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
”ევროსაბჭოს” წარმომადგენლები უმცირესობებისა და სომხური ენის სტატუსის საკითხით დაინტერესდნენ
სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ