სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.05.2017
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა და ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე აწყვიტაში ახალი სამარხის გაკეთებაზე შეთანხმდნენ.

ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ აღნიშნული განცხადება, დღეს 20 მაისს გაავრცელა,"სამხრეთის კარიბჭე" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყვიტას შუა საკუნოვანი ეკლესიის ეზოს ტერიტორიიდან ამოღებული ძვლები ახალ სამარხში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასა და ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორეს შორის შეთანხმების საფუძველზე უკვე მოიძებნა შესაბამისი ადგილი, სადაც მიცვალებულთა ნეშტი განისვენებს. პროცესი ყველა სათანადო წესის დაცვით, სააგენტოსა და ეპარქიის ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს დროში განხორციელდება.

სამარხის ძვლები აწყვიტის ეკლესიის ეზოში 1 კვირის წინ დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა, რომელიც ტაძრის გალავნის რეკონსტრუქციასა და ეზოს მოწყობას ითვალისწინებდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეორადი მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ეკლესიის ეზოში მოთხრილი მიწის მასივის ზედა შრე გასული საუკუნის შუა წლებში იყო დაყრილი, რამაც ზედაპირზე სამარხების კვალი წაშალა. დადგინდა, რომ მშენებლებისთვის ადგილზე საფლავების არსებობა უცნობი იყო. ამავდროულად, მშენებლობის პროცესის დაწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ვითარების ადგილზე შესწავლის დროს სააგენტოს სპეციალისტებმა გალავნის თხრილსა და მოსწორებული მიწის ზედაპირზე ადამიანის ჩონჩხის მიმოფანტული ცალკეული ფრაგმენტები გამოავლინეს. ტაძრის გარშემო განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი ძვლების უმეტესი ნაწილი ტომრებში იყო მოთავსებული და ტაძარში დალაგებული.

ამჟამად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის შეთანხმებით, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ეკლესიის გალავნისა და ეზოს სარეკონსტრუქციო სამუშაოების გასაგრძელებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე მუშავდება პროექტი, რომლის განხორციელებაც სააგენტოს სპეციალისტების მეთვალყურეობით წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტაძარს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ის XXI ს-ის დასაწყისშია აღდგენილი და დღევანდელი მდგომარეობით ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. გასულ საუკუნეებში სამხრეთის ნავის არსებობას, სამხრეთის კედელში გაკეთებული ჩრდილოეთის პარალელური თაღიც მიუთითებს, რომელიც ამჟამად ამოშენებულია.

ამ ეტაპზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია პროცედურები, რაც ახლო მომავალში აწყვიტის მაცხოვრის სახელობის ეკლესისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქმის შესწავლა "სამხრეთის კარიბჭეს"მიერ 18 მაისს გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე დაიწყო.

სოფელ აწყვიტაში ე.წ. ქუნცის ეკლესიის გალავანს საპატრიარქო ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით აკეთებს. აქ მშენებლობისას სამარხები გადათხარეს, აღმოჩენილი ძვლები კი სატვირთო მანქანით ჯერ მდინარის ხევში გადაყარეს, შემდეგ ისევ შეაგროვეს და ახლა ტაძარში ტომრებით აწყვია.

[sknews.ge]


13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

04.04.2018 პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.04.2018 როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში

18.04.2018 'მესხეთი' დავით ყიფიანის თასის თამაშებს გამოეთიშა

18.04.2018 ‘დედაენის კვირეული’ მეშვიდე სკოლაში

17.04.2018 ვალეში წყლით მომარაგება აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

რა ბედი ელის აწყვიტის ეკლესიის გალავანს
აწყვიტაში გადათხრილი  საფლავების  საქმეს  ეროვნული  სააგენტო სწავლობს
აწყვიტის ეკლესიის გალავნის პროექტში ცვლილებები შევიდა
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა ორ კვირაში განახლდება
სააგენტო:  აწყვიტაში სავარაუდოდ შუა საუკუნეების სამარხები გაანადგურეს
ასპინძაში, სოფელ ქუნცის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა