FM97.5 / LIVE

წყალმომარაგება 24-საათიანი ორ წელიწადში იქნება

მთავარისაზოგადოება 23.03.2013
ორ წელიწადში საქართველოს ყველა მცხოვრებს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება გამრიცხველიანებაც

წყალმომარაგება 24-საათიანი ორ წელიწადში იქნება
ამის შესახებ რეგიონული მედიის ჟურნალისტებს 22 მარტს, წყლის საერთაშორისო დღეს, ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორმა არჩილ საბუტაშვილმა განუცხადა.

სემინარზე, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის გამართა, წყლის რესურსების დაზოგვისა და გაფრთხილების გზებსა და მეთოდებზე ისაუბრეს. შეხვედრა თბილისში, ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ოფისში შედგა.

კომპანიის წარმომადგენლებმა მედიას გასული ორი წლის მუშაობის შედეგები გააცნეს და სამომავლო პროექტებზე ესაუბრნენ. შემდგომ, კი მათ კითხვებს უპასუხეს. ჟურნალისტების შეკითხვები ძირითადად მათ რეგიონებში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთ მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმელი წყალი მხოლოდ იყიდება. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. წყლის დღე - შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები. მაგალითისთვის, საერთაშორისო ექსპერტების კვლევით დადგინდა, რომ თუკი ონკანი არაა სრულად დაკეტილი და მოწვეთავს ვთქვათ 3 მმ სიგრძის წვეთი, დღე-ღამის განმავლობაში დაიხარჯება 864 ლიტრი წყალი.

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მონაცემებით, 2012 წლამდე საქართველოში 61 000 აბონენტი გამრიცხველიანდა, 2013 წელს 44 000 გამრიცხველიანდება, 2015 წლამდე ნავარაუდევია სრული პროცესის დამთავრება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის 16 ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს – როდის აღდგება მიწოდება