"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.05.2017
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის განცხადებას ქალაქის და თემის გაერთიანებასთან დაკავშირებით, ხმაური მოჰყვა. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები იმ განცხადებას, რომ გაერთინება ეფექტური იქნება არ ეთანხმებიან.

ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
დავით ლომიძემ გაყოფის შემდეგ მერიისა და საკრებულოს მუშაობა საერთო ჯამში უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, გაიზარდა აიპ–ების რაოდენობა, შესაბამისად ხარჯიც.

ლომიძე ამბობს, რომ ინვესტიცია სოფელში იდება და ქალაქში არა, რის გამოც ქალაქის განვითარება ფერხდება.

საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება უკვირთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. მათი განმარტებით, მუნიციპალიტეტების შეერთების შემთხვევაში ნაკლები დაფინანსება ექნებათ.

"დღევანდელი დღე ისტორიული და სამარცხვინოა, რომ უმრავლესობა დღეს მერიის მუშაობას უარყოფითად აფასებს", – განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა მალხაზ გიქოშვილმა.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორის, საკრებულოს წევრის ჯიმშერ გოგოლაურის განმარტებით საკრებულომ გადაწყვეტილების მიღებამდე თვითმმართველი ქალაქის და თემის გაერთიანების შესახებ, ჯერ ხალხს უნდა ჰკითხონ და გადაწყვეტილემა ამის შემდეგ მიიღონ.

სხდომას ესწრება ახალციხელი მურთაზ ყურმაშვილი, იგი საზოგადოებრივი დარბაზის წევრია. მისი აზრით თუ თვითმმართელობების უფლებამოსილებები არ გაიზარდა, ისე აზრი არ აქვა ზოგადად თვითმმართველობის არჩევას. მისი აზრით, სამინისტროების დელეგირება უნდა მოხდეს და თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს პოლიციის უფროსის დანიშვნა, ნებისმიერი საგზაო პრობლემის გადაწყვეტა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატები ქალაქ ახალციხის საკრებულოში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ.

მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს აქ ქალაქებისა და ასევე მათი თემების საკრებულოებში გაერთიანების საკითხზე სხდომება იმართება;

[sknews.ge]


17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

07.08.2017 7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.08.2017 სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება

17.08.2017 გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

17.08.2017 წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის საკრებულომ  ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა დაიწყო
ახალციხის თემის საკრებულო თემისა და ქალაქის შეერთების საკითხს განიხილავს
ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა
კენჭისყრა – ვინ დაუჭირა მხარი ქალაქის სტატუსის გაუქმებას [Video]
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
ხმაურით დათმობილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი  [Photo/Video]