სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის არასამთავრობოების მიმართვა ქალაქისა და თემის საკრებულოებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.05.2017
'იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება დაეფუძნება მოქალაქეთა ინტერესებს"– ახალციხეში მოქმედი არასამთავრობოები ქალაქისა და თემის საკრებულოებს მიმართავენ, მხარი არ დაუჭირონ თემისა და ქალაქის გაერთიანებას მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის სახალხო განხილვის გარეშე.

ახალციხის არასამთავრობოების მიმართვა ქალაქისა და თემის საკრებულოებს

დღეს დილით, ორგანიზაციებმა, განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 19 მაისს, 15:00 საათზე, ახალციხისა თემისა და ქალაქის საკრებულოებში ჩანიშნულია სხდომა, რომელზეც თვითმმართველი ქალაქისა და თემის კვლავ გაერთიანების საკითხი განიხილება.

7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და საკრებულოებში განსახილველად გააგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართევლი ერთეულების გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან ყველა ამ ქალაქში და მათ შორის, ცხადია, ახალციხეშიც.

ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი უარყოფითი და დასაბუთებული პოზიცია, გაერთიანებასთან დაკავშირებით. თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, არ ვიზიარებთ არც არასამთავრობო სექტორი და ჩვენი პოზიციაც უკვე დაფიქსირებული გვაქვს საჯარო განცხადებით. ([1] საუბარია მიმართვაზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა და რომელსაც ხელს 120 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.)

მიუხედავად ამისა, საკითხი მაინც დგას დღის წესრიგში და მეტიც, საკითხზე უკვე საკრებულებში უნდა იმსჯელოთ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაზე უკეთ იცით, რა შედეგი მოუტანა ქალაქ ახალციხესა და ახალციხის თემს 2014 წელს, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სათემო მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის გაყოფამ. და თქვენ ეს ყველაფერი ციფრებით შეგიძლიათ დაასაბუთოთ.

ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგცათ, გქონოდათ საკუთარი ბიუჯეტი; ბევრად უფრო სწორად დაგეგეგმათ და განგეხორციელებინათ ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო როგორც ქალაქის, ისე სოფლის მაცხოვრებლებისათვის; გაგეზარდათ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების შემოსავლები; გაგეზარდათ მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამ ყველაფერს მეტყველებს ციფრები.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თქვენ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ დაასაბუთოთ, რატომ არის აუცილებელი საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების ცალ-ცალკე განვითარება, რომელიც 2014 წლის რეფორმით დაიწყო.

ამასთან, პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, უპირველესად, სწორედ საკუთარი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, რომლის რამდენიმე წევრის პერსონალურ ინიციატივასაც წარმოადგენს აღნიშნული ცვლილებების პროექტი.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ როგორც სათემო მუნიციპალიტეტს, ისე თვითმმართველ ქალაქს, გამართეთ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მათი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ პარტიული დირექტივის შესაბამისად, არ მიიღოთ გადაწყვეტილება.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება დაეფუძნება მოქალაქეთა ინტერესებს, რომლებმაც თქვენი ქალაქისა თუ თემის ხელისუფლებად, სწორედ მათი ინტერესების გასატარებლად აგირჩიეს", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ახალციხის თემისა და ქალაქ ახალციხის საკრებულოები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხზე იმსჯელებენ. ორივე სხდომა, თემშიც და ქალაქშიც, 15:00 საათზე გაიმართება და ორივე საკრებულოს განსახილველი მხოლოდ ერთი – თვითმმართველი ქალაქისა და თემის შეერთების საკითხი ექნება.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

21.02.2018 სააპელაციომ ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

21.02.2018 ახალციხის მესამე სკოლაში სომხური ენის დღე აღნიშნეს

21.02.2018 ასპინძაში მერის წარმომადგენლების 21 ვაკანსიაზე 151 განაცხადი შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის საკრებულო თემისა და ქალაქის შეერთების საკითხს განიხილავს
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა
თამარ კორძაია: თვითმმართველ ერთეულებს სთხოვენ „საკუთარი ინიციატივით“ გაერთიანდნენ
დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება
14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას - ISFED