სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2017
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმიდან, ხუთი წლის წინ, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სარდაფში გადატანილი ეთნოგრაფიული ფონდის „ახალციხის ციხეზე“ დაბრუნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა;

საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’

ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმისთვის ფონდსაცავის აშენების საკითხი დღის წესრიგში ხუთი წლის წინ, მაშინ დადგა, როცა „ახალციხის ციხის“ რეაბილიტაცია დასრულდა. მაშინ აღდგენილ ციხეზე განთავსებულ მუზეუმში ყველა ექსპონატის მოთავსება ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი დიდი ნაწილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სარდაფში დაალაგეს და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ისტორიულ ფონდს საცავი სჭირდებოდა.

მას შემდეგ საცავის აშენება ვერა, თუმცა უნივერსიტეტის სარდაფიდან ციხის ტერიტორიაზე ფონდის ორ ნაწილად გადატანა შეძლეს. ციხის რეაბილიტაციიდან, სამი წლის შემდეგ, მუზეუმის სამეცნიერო ფონდი „პუმას“ ყოფილი მაღაზიის შენობაში გადაიტანეს. აქ ამ დროისთვის ნაბეჭდი ფორმით სულ 16 492 ეგზემპლარია განთავსებული, აქედან 11 600 ქართულია, 4 832 კი უცხოური ; რაც შეეხება საერთო წიგნად ფონდს, მისი ოდენობა 11 516 ერთეულია.

ამავე პერიოდში ისტორიული ფონდის ნაწილი სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის სარდაფშიც განათავსეს.

ანუ ხუთი წლის განმავლობაში, ფონდის ნაწილის „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე დაბრუნება მოხერხდა, თუმცა ამ ფონდის სათანადოდ განსათავსებლად თაროების დამზადება კი ვერა: სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ რომ ფონდების განსათავსებლად თაროების დამზადებას ელოდნენ, თუმცა ორი წლის განავლობაში მათი დამზადება ვერ მოხერხდა.

„რიგებია, ამას დრო სჭირდება, ეს არ არის ერთ კაცზე დამოკიდებული, რადგან დაიწყო ამაზე ლაპარაკი გააკეთებენ და დაასრულებენ კიდეც“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სარდაფში დარჩენილ ფონდს, ლაფაჩი აცხადებს, რომ აქ ამ დროისთვის მხოლოდ ეთნოგრაფიული მასალაა. მისი გადმოტანა კი ციხის ტერიტორიაზე მაის–ივნისისთვის იგეგმება: „როგორც კი „თოჯინების“ თეატრი ციხიდან ახლადგარემონტებულ შენობაში გადავა, ამ ფართში მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გადავალთ, იმ შენობას კი სადაც ახლა ჩვენ ვზივართ, ეთნოგრაფიული მასალის განსათავსებლად გამოვიყენებთ“.

„ახალციხის ციხის“ ციხის დირექტორი ზაზა თამარაშვილი აცხადებს, რომ იგი ისტორიული ფონდის ციხის ტერიტორიაზე განსათავსებლად მზადაა. მისი თქმით, ციხის ტერიტორიაზე საკმარისი ფართია იმისთვის, რომ ფონდის განთავსება მოხერხდეს: „ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი გადმოტანა, თუმცა ეს ეროვნული მუზეუმის პრეროგატივაა, ჩვენ მათ გარეშე ფონდს ხელს ვერ მოვკიდებთ“.
საბოლოოდ კი თამარაშვილის თქმით, ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ფონდსაცავის აშენებით შეიძლება: „ამაზე იყო ლაპარაკი და ეს საკითხი ახლაც განიხილება. ამის აშენება კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა“.

ციური ლაფაჩის თქმით, ფონდსაცავის მშენებლობის საკითხი უკვე დაძრულია: „ამბობენ, რომ მშენებლობა ივლისში დაიწყება. კულტურის სამინისტრო მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აშენებს. საცავი ციხის გალავნის შიგნით უნდა აშენდეს. ასე მუზეუმის ფონდის განთავსების პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება“.

მიუხედავად ლაფაჩის განცხადებისა, კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტპაზე საცავის აშენების საკითხი არ განიხილება: „ჯერ პროექტიც კი არ არსებობს. საკითხი იმის შესახებ, რომ ახალციხეში ფონდსაცავი უნდა აშენდეს დღის წესრიგში დგას, ამ თემაზე მუშაობენ, თუმცა ჯერ თანხის მოძიებაა საჭირო. ამიტომ ის, რომ საცავი ივლისში აშენდება, ოპტიმისტური განცხადებაა. ჯერ ისიც კი არაა გარკვეული, რას შეიძლება მოაკლდეს თანხა, რომ ახალციხეში ეს გაკეთდეს“.

სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი 80 წლისაა, მისი საბიბლიოთეკო ფონდიც და ექსპონატებიც უნიკალურია. თუმცა, ამ დროისთვის რებილიტირებულ ციხეზე მხოლოდ ნაწილია გამოფენლი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
კვირის აქცენტი: სარდაფში გამოკეტილი ისტორია [Video]
ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება