სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს არჩევს

მთავარისიახლე, სამართალი 18.05.2017
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის მიერ გმოცხადებული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის დეტალები გააცნეს.

საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს არჩევს

იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და რაიონული პროკურორი დავით ჯინჭველაძე დღეს, 18 მაისს, შეხვდნენ. პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს კონკურსის პირობები და მასში მონაწილეობის წესები გააცნეს.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) 2017 წლის 15 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით უნდა წარადგინონ.

სააპლიკაციო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: მოქალაქის პირადობის მოწმობა, დიპლომის ასლი (ან ცნობის ასლი ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ) და სერთიფიკატის ასლი პროკურატურის, მოსამართლის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ.

საკვალიფიკაციო სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, პირს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობა.

მისი წარდგენა აუცილებელი იქნება სტაჟირების ეტაპის წარმატებით გავლისა და დანიშვნის შემთხვევაში.

საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს არჩევს

შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს შემდეგ ძირითად საფეხურებს:

• პროფესიული ტესტირება;
• ტესტირება ზოგად უნარებში;
• გასაუბრება.


ყველა საკონკურსო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ 1 წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში. ხელფასის ოდენობა ყოველთვიურად 480 ლარს შეადგენს, რასაც წინ უძღვის სტაჟიორთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოს პროკურატურის წამყვანი სპეციალისტები და მენეჯერები უძღვებიან.

საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს არჩევს

„სტაჟირების სისტემა არის ერთადერთი გზა, რომელიც მოგცემთ საშუალებას პროკურორები და გამომძიებლები გახდეთ“,– უთხრა სტუდენტებს სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.

„ვფიქრობ, რომ ეს იურისტებისთვის ყველაზე კარგი შესაძლებობაა, რომ გახდნენ ობიექტური და სამართლიანი პროკურორები“, – აღნიშნა სტუდენტმა მეგი კაპანაძემ.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს არჩევს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

10.12.2017 ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

პროკურატურის დღე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია 16 მარტს იწყება
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
პროკურორი ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას აცხადებს
სამცხე–ჯავახეთის ახალი პროკურორი  გამოუძიებელ და მიმდინარე საქმეებზე
თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება ახალგაზრდებს! [R]