FM97.5 / LIVE

სააკაშვილი: „ევროპული ქარტიის“ რატიფიცირებისგან ორჯერ შევიკავე თავი

მთავარიპოლიტიკა 23.03.2013
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „ენის ევროპულ ქარტიაში“ არაფერი წერია ისეთი, რამაც შეიძლება დიდი პრობლემა გამოიწვიოს, თუმცა, აქვე ამატებს რომ მისი რატიფიკაციისგან თავის დროზე თავი შეიკავა.

სააკაშვილი: „ევროპული ქარტიის“ რატიფიცირებისგან ორჯერ შევიკავე თავი
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 22 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

"ეს არის იმავე ოპერიდან, რომ ყველაფერი, რაც ცუდი ხდება, წინა მთავრობის დამსახურებაა, თან წინა კი არა წინისწინა, რადგან 1999 წელს მე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დამეთანხმეთ, რომ 1999 წელს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში პოლიტიკას არ აყალიბებდა, თუმცა იქ ისეთი არაფერი ეწერა, რამაც შეიძლება დღეს პრობლემა გამოიწვიოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შევარდნაძის მმართველობის დროს ჯავახეთი რამდენიმე, არასახარბიელო რეპუტაციის მქონე ადამიანს ებარა. მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროს ჯავახეთში ვერ შედიოდა საპოლიციო და საჯარისო შენაერთი: „ერთხელ თევზაძემაც სცადა შესვლა, მაგრამ გამოაპანღურეს. იქ იყო რუსეთის სამხედრო ბაზა, რაზეც ჩვენ პუტინთან დიდი გარჩევები გვქონდა და როგორც იქნა, დიდი საერთაშორისო ზეწოლით ეს ბაზა გავიყვანეთ, მაგრამ გრუ-ს აგენტურა დარჩა. ეს ქსელი ძალიან ძლიერი იყო. 2006-2007 წლებში ჩვენ დავიწყეთ ფეხის კარგად მოკიდება, დაიწყო რუსული ბაზის გაყვანის პროცესი და იქ საქართველოს ახალი მთავრობის მოკავშირეები გაჩნდნენ. შევარდნაძის დროს იცი როგორ იყო, ინდურ ფილმში რომ გინახავთ, ერთ-ორ ბოროტ კაცს რომ ჰქონდა ჩაბარებული... ასეთი სიტუაცია იყო, უსამართლო ხალხს ებარა ჯავახეთი და საერთოდ არ აინტერესებდათ იქ რა მოხდებოდა“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაციის დარეგულირება მათ უბრალო ხალხთან თანამშრომლობით დაიწყეს. მოგვიანებით კი არაერთი პროექტი განახორციელეს.

„ჩვენ დავიწყეთ უბრალო ხალხთან საუბარი და არა ადგილობრივ ყოჩებთან და ბევრი პროექტი შევქმენით, მათ შორის ჰესების პროექტი, რომელმაც დაასაქმა ათასობით ადამიანი და რომელთა დიდი ნაწილი ახლა გაჩერებულია. რკინიგზის პროექტი, რომელიც კინაღამ გააჩერეს, მაგრამ თავისთავად როცა აფხაზეთის რკინიგზაზე ლაპარაკობ, თავისთავად უქმნის პრობლემას, ეკონომიკურადაც უქმნის პრობლემას“.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღისგან განსხვავებით, როცა ნინოწმინდაში მე-7 , მე-8, მე-9 კლასელი ახალგაზრდები ლაპარაკობენ უკვე ქართულად, ჯავახეთში მისი პირველი ვიზიტისას ქართულად არავინ საუბრობდა: „ენის საკითხი მე ძალიან მაღელვებდა, პირველად ჯავახეთში რომ ჩავედი, არავინ არ ლაპარაკობდა ქართულად და ამან დამშოკა. ჩვენ ათასობით ქართველ სტუდენტს, იდეალისტს, ძალიან კარგ ახალგაზრდას და ძირითადად ღარიბი ოჯახებიდან, ვუთხარით, თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შანსი, ჩვენ მოგცემთ მაგისტრატურის ფულს, თან მოგცემთ ანაზღაურებას, ათასობით სტიდენტი თვალებანთებული წავიდა. რატო გვინდა ეს, იმიტომ კი არა, რომ სომხურის განდევნა გვინდა, არა, იმიტომ, რომ ამ ხალხისთვის ეს წარმატების ენა იყოს“.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონული ენის სტატუსის თემაზე საუბრისას ვაჰაგნ ჩახალიანის თემა კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, ჩახალიანის გამოშვება არ შეიძლებოდა. იმ 6 წელიწადში, კი ვიდრე იგი საპატიმროს დატოვებდა, ჯავახეთში ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუმჯებესდობოდა: „ექვს წელიწადში გამოდიოდა ციხიდან, ექვს წელიწადში ჯავახეთში იქნებოდა ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი სარკინიგზო კვანძი, 10 ახალი ჰესი, ცხოვრების დონე იქნებოდა 2,5-3-ჯერ მეტი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფლად ილაპარაკებდა ქართულად. არ შეიძლებოდა, რომ ეს კაცი ექვსი წელიწადი ყოფილიყო ციხეში? რა არის აქ გაუგებარი, რას ვუხსნიდით გაუგებარს და ამაზე ხომ ვერ ვიყვირებდით, წყნარად ვუხსნიდით, ბოკერია სამჯერ ელაპარაკა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეგიონული ენის სტატუსის საკითხი სათამაშო თემა არ არის და სერიოზული მომზადება უნდა.

”მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ენა მთავარი არის ქართული. ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში ვმუშაობდი და მისი დირექტორი, ძალიან კარგი კაცი, ორჯერ იყო ჩამოსული, რომ დავერწმუნებინე მოგვეხდინა რატიფიკაცია, ორივეჯერ თავი შევიკავე, მიმაჩნია რომ ეს თემა არ არის სათამაშო თემა, მომზადება უნდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა
მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა
ვანო მერაბიშვილი: სტატუსის თემა ”ოცნების” პროვოცირებულია
„ნაგავში ცხოვრობდით!“ - მიხეილ სააკაშვილი ახალციხელებს
ადგილობრივების შეფასებები ენის სტატუსის შესახებ
”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ქართულად ლაპარაკი”
რა კავშირს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის