სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რატომ ვერ ღებულობენ ხელფასს საროში გაფიცული მუშები

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.05.2017
გვიან დაწერილი ფორმა ორი და კომპანიის ფინანსური პრობლემები; რა გახდა საროში ორი თვის ხელფასის გაუცემლობის მიზეზი;

რატომ ვერ ღებულობენ ხელფასს საროში გაფიცული მუშები

აზერბაიჯანულ კომპანიაში – „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“ აცხადებენ, რომ მუშებისთვის ხელფასის გაცემის პრობლემა მათ გამო შეიქმნა და დამკვეთი არაფერ შუაშია.

კომპანიის მთავარი ინჟინერი ნიკა ხაჩიძე, რომელსაც რედაქცია ბოლო რვა დღის განმავლობაში არა ერთხელ დაუკავშირდა, მხოლოდ ახლა აცხადებს, რომ შესრულებულ სამუშაობზე ფორმა ორი, ანუ საბუთი რის საფუძველზეც ანგარიშსწორება უნდა მოხდეს, 15 მაისს დაწერა. აღნიშნული დოკუმენტი კი, თანხის გადმოსარიცხად, დამკვეთ კომპანიაში, შპს „საქართველოს მელიორაციაში“ გაგზავნა.

„მელიორაციიდან ამ სამუშაოების შესამოწმებლად ზედამხედველები 17 მაისს მივიდნენ ასპინძაში და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პოზიცია შესაცვლელია. ახლა ამის შეცვლა უნდა მოხდეს და ანგარიშწორებაც ამის მიხედვით განხორციელდება“, – ამბობს ხაჩიძე.

შეკითხვაზე, მარტისა და აპრილის ნამუშევარზე ფორმა ორი 15 მაისს რატომ დაიწერა, გვპასუხობს: „როდესაც ფორმა ორი იწერება, იქ ერთი სახის სამუშაოს არ აფასებ. რაც მეტი სამუშაოა შესრულებული, მით მეტი თანხაა, ამიტომ ველოდებიდით რაღაცეების დამატებას და დამთავრებას“.

ასევე შეკითხვებზე, ამას ორთვიანი ლოდინი რატომ დასჭირდა, ან რატომ არ აუხსნეს ამის შესახებ დასაქმებულს, ხაჩიძემ გვიპასუხა: „კომპანიას ჰქონდა ფინანსური შეფერხებები. დამკვეთისკენ ამ შემთხვევაში ხელს ვერ გავიშვერთ. ეს კომპანიის ბრალია: კომპანია შესრულებული სამუშაოსთვის თანხის ჩარიცხვას არ უნდა ელოდებოდეს. მას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მუშა ხელს ხელფასი გადაუხადოს და საქმე გაფიცვამდე არ მივიდეს“.

მისივე განმარტებით, შესაძლოა მუშებმა ხელფასი ხვალ მიიღონ: „კომპანიის დამფუძნებელი შეიძლება ჩამოვიდეს და საკუთარი ფულით გაისტუმროს ეს დავალიანება. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ის სამუშაოები, რომლებიც შესაცვლელია, ამ დღეებში შეიცვლება და ორშაბათს ან სამშაბათს თანხა დაირიცხება“.

მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პირველად 11 მაისს, ერთი დღით გაიფიცნენ. დამსაქმებელი აზერბაიჯანული კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ ანაზღაურება ჯერ 12 მაისს, შემდეგ კი 15–16 მაისს უნდა მიეღოთ, თუმცა ამ დრომდე მათ ხელფასები არ დარიცხვიათ.

მუშები ვიდრე დავალიანებას სრულად არ მიიღებენ, მანამდე მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.11.2017 კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

23.11.2017 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

22.11.2017 ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს
საროში მუშები ისევ გაიფიცნენ
საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება
საროში მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს
საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ