სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სააგენტო: აწყვიტაში სავარაუდოდ შუა საუკუნეების სამარხები გაანადგურეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2017
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგანტოში ამბობენ, რომ აწყვიტაში სამარხები სავარაუდოდ შუა საუკუნეების იყო და მათი გადათხრით, მისი შესწავლის შესაძლებლობა ფაქტობრივად მოისპო.

სააგენტო:  აწყვიტაში სავარაუდოდ შუა საუკუნეების სამარხები გაანადგურეს

ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში, ეკლესიის გალავნის მშენებლობისას საფლავების გადათხრამ სამარხები გაანადგურა.

„არსებითი მნიშვნელობა ძვლების განლაგების ფორმასა და წყობას აქვს. ეს მოგვცემდა საშუალებას ზუსტად გვესმჯელა რა პერიოდის სამარხი იყო, ახლა კი ეს შეუძლებელია“, – გვიხსნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია, რომლის გარშემოც სამარხები იყო ,შუასაუკუნეებს მიეკუთვნება, სავარაუდოდ სამარხებიც მე–14 – მე–16 საუკუნეების უნდა იყოს: „თუმცა ახლა რაიმეს დაბეჯითებით თქმა მხოლოდ ძვლების ექსპერტიზით შეიძლება. სამარხების შესახებ ზუსტ ინფორმაციას ესეც ვერ მოგვცემს, მნიშვნელოვანწილად აქ ისტორია წაშალეს“.

ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, ეკლესია–მონასტრებთან სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების პრაქტიკა არ აქვთ: „მაგრამ, ამის შესახებ ჩვენ წინასწარ, არაერთგზის გვაქვს შეთანხმებული საპატრიარქოსთან, რომ დაუშვებელია თვითნებური ჩარევა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებზე“.

ბექა ბარამიძის თქმით, აწყვიტაში სამარხების გადათხრა გამოუსწორებელი შეცდომაა და ამის შესახებ საპატრიაროს შეშფოთების წერილით აცნობებენ: „მივწერთ, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია. ასევე კვლავ მოვითხოვთ, რომ ჩვენს მიერ მომზადდეს პროექტი და ჩვენივე ზედამხედველობით განხორციელდეს გალავნის მშენებლობა“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აწყვიტაში ე.წ. ქუნცის ეკლესიის გალავანს საპატრიარქო ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით აკეთებს. აქ მშენებლობისას სამარხები გადათხარეს, აღმოჩენილი ძვლები კი სატვირთო მანქანით ჯერ მდინარის ხევში გადაყარეს, შემდეგ ისევ შეაგროვეს და ახლა ტაძარში ტომრებით აწყვია.

მას შემდეგ კი რაც ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია გამოაქვეყნა, საქმის შესწავლა ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო და სამუშაოებიც შეაჩერეს.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 ადიგენის ექვს სოფელში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

20.02.2018 ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

20.02.2018 ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

20.02.2018 ადიგენის გამგეობა 5 მანქანის ნაცვლად 11–ს იყენებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა ორ კვირაში განახლდება
აწყვიტაში გადათხრილი  საფლავების  საქმეს  ეროვნული  სააგენტო სწავლობს
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა სრულდება
რა ბედი ელის აწყვიტის ეკლესიის გალავანს
აწყვიტის ეკლესიის გალავნის პროექტში ცვლილებები შევიდა
აწყვიტაში  გალავნის პროექტი მზადაა, თუმცა სამუშაოები არ განახლებულა