სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგეობამ საჯარო მოხელე 8 პოზიციაზე შეარჩია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.05.2017
ასპინძის საკონკურსო კომისიამ ბოლო ეტაპი, გასაუბრება დაასრულა, თუმცა საჯარო მოხელეები 10 პოზიციიდან 8–ზე შეარჩია, 2 კი ისევ ვაკანტურია.

ასპინძის გამგეობამ საჯარო მოხელე  8  პოზიციაზე შეარჩია
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო კომისიამ, საჯარო მოხელეთა კონკურსის ბოლო ეტაპი გუშინ, 17 მაისს გამართა და გუშინვე დაასრულა.

ასპინძის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანა ტივაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე შერჩეული 16 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე, მხოლოდ 8 გამოცხადდა. აქედან გამომდინარე კომისიამ ყველა მათგანი 8 პოზიციაზე დანიშნა.ხოლო ორზე: გამგებლის წარმომადგენელის პოზიციაზე სოფელ ოთასა და სოფლების თოკ– ვარგავის თემში კონკურსი ჩაიშალა.

შერჩეული საჯარო მოხელეები სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას, მომავალი კვირიდან შეუდგებიან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შერჩეული საჯარო მოხელეები არიან:

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ივერიაში –ზურაბ შავაძე;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ იდუმალაში –ტარიელ აფციაური;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხერთვისსა და სოფელ გულსუნდაში–ვაჟა ჭიკაიძე;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ საროში და სოფელ ნიჯგორში –გელა გურგენიძე;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნაქალაქევსა და სოფელ ფიაში–გიორგი ოთანაძე;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ თმოგვში –დომენტი ზაზაძე ;
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძველში–ზვიად ინასარიძე;
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში –ვასილ ბერიძე;

როგორც, ასპინძის ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტავენ, კონკურსის შედეგად დანიშნული ყველა თანამშრომელი აქმდე, იგივე პოზიციებზე მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ.

შეგახსნებთ, რომ კონკურსი 18 აპრილს გამოცხადდა. 10 პოზიციაზე 51 განაცხადი შევიდა და ამ 51–დან მეორე ეტაპისთვის 32 განაცხადი შეარჩიეს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2017 ხანძრის ოთხი კერა ახალციხეში [Photo]

21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

21.09.2017 აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა

21.09.2017 დღეს ახალციხეში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე, აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 11 ვაკანტურ პოზიციაზე 61 განაცხადი შევიდა
ასპინძის გამგეობა 11 პოზიციაზე კონკურსს მეორედ აცხადებს
ასპინძის გამგეობაში 11 პოზიცია ისევ ვაკანტურია
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
ასპინძაში გასაუბრებას ორი კონკურსანტი გაივლის
ასპინძის გამგეობამ ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ ტესტირებაზე ყველა კონკურსანტი ჩაიჭრა