სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2017
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. კულტურის სამინისტროს ცნობით, ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება და მუზეუმშები შესვლა უფასო იქნება.

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 27 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება (დასწრება თავისუფალია). დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ აქციის – "ღამე მუზეუმში" ფარგლებში, რა იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, სამცხე–ჯავახეთში


დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა

მუზეუმის საერთაშორისო დღე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM), საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით, 1977 წელს დააფუძნა.

ამ დღისათვის, ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად გვთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული მუზეუმების მიერ, მაგრამ მუდამ ემსახურება მათი როლის გაზრდას საზოგადოებაში.

სამცხე–ჯავახეთში 4 მუზეუმია.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ახალციხეში, ახალციხის ციხეში მდებარეობს. მუზეუმი დაარსებულია 1937 წელს კონსტანტინე გვარამაძის მიერ.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 მუზეუმი: ვარძიის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ – ნაკრძალი, რომელიც 1938 წელს დაარსდა და ასპინძის შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმი, სადაც 290 სხვადასხვა დასახელების სამუზეუმო ექსპონატი (ეთნოგრაფიული, ისტორიული, ფერწერული, სკულპტურული და ლიტერატურული) ინახება. ამჟამად საცავი განთავსებულია ასპინძის კულტურის ცენტრის შენობაში. მუზეუმისათვის გამოყოფილია ფართი.

ერთი მუზეუმია ბორჯომში, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეს ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობაში, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო განთავსებული. იგი აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით.

[sknews.ge]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

08.12.2017 იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა

08.12.2017 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
დღეს, 18 მაისს, ახალციხის ციხეში შესვლა უფასოა
„მოდი ღამე მუზეუმში"– სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს
"მოდი ღამე მუზეუმში" – სამინისტროს ინიციატივა ახალციხეში
რა იგეგმება სამცხე-ჯავახეთის  მუზეუმებში 21 მაისს
18 მაისს სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
"მოდი ღამე მუზეუმში" – ახალციხეში აქცია გაიმართა [Photo]