სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მოსწავლეების კონფერენცია ინტეგრაციის თემაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 17.05.2017
ერვნოებით სომეხი მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში მოსწავლეების კონფერენცია გაიმართა;

მოსწავლეების კონფერენცია ინტეგრაციის თემაზე
დღეს, 17 მაისს ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში თემაზე „ინტეგრაციის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებისათვის“ კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობას ნინოწმინდის სოფელ გონდრიოსის, ნინოწმინდის მეოთხე საჯარო და ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეები იღებდნენ.

,,დღევანდელი კონფერენციის მიზანი საზოგადოებაში ეროვნებით სომეხი მოსწავლეების ინტეგრაციაა. ბავშვები სწორედ ინტეგრაციის საკითხებზე მომზადებულ თემებს კითხულობენ“,– ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელი მარეხი ყურმაშვილი.

არაქართულენოვანი სკოლების წარმომადგენლები თავიანთ თემებში ცდილობდნენ განემარტათ თუ რას ნიშნავს სიტყვა ინტეგრაცია: ,,ინტეგრაცია არის ურთიერობა სხვადასხვა რასის, ეროვნების წარმომადგენლებს შორის. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და მათთან გვაქვს მეგობრული და ისტორიული ურთიერთობა. ჩვენ ქართველები და სომხები ვცხოვრობთ ერთ მიწაზე და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს“.

მოსწავლეების კონფერენცია ინტეგრაციის თემაზე

მოსწავლეებმა ინტეგრაციის თემაზე მაგალითები ისტორიიდანაც მოიყვანეს. „მზექას“ სკოლიდან ერთ–ერთმა მოსწავლემ დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი გაიხსენა: „ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში, როდესაც მან მუსლიმებისგან დაიხსნა თბილისი, არათუ დაარბია ისინი, არამედ მისცა თავიანთ აღმსარებლობაზე დარჩენის უფლება და აკრძალა ღორის ხორცის გაყიდვა. ეს იმიტომ, რომ მათ თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნოთ“.

კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ მოსწავლეთა მიერ წაკითხული თემები შეაფასა და სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები ერგოთ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე სპირიდონ ლეტუჩავას, გონდრიასის საჯარო სკოლის მოსწავლე კარაპეტ ხოდერიანს და კერძო სკოლა ,,მზექას“ მოსწავლე მარიამ მელიქიძეს.

კონფერენცია პროექტის – ,, ინტეგრაცია=წარმატება“ – დასკვნითი ეტაპი იყო. მანამდე ამ პროექტის ფარგლებში ინტეგრირების მიზნით სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდა.

სამცხე–ჯავახათში აღნიშნული პროგრამა 3 წელია ხორციელდება. მასში 42 საჯარო სკოლა და ამდენივე სამოქალაქო განათლების პედაგოგია ჩართული.

მოსწავლეების კონფერენცია ინტეგრაციის თემაზე

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე ]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.11.2017 კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

23.11.2017 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

22.11.2017 ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს
პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
მედალოსანი მოსწავლეები სამცხე–ჯავახეთიდან
ახალციხის 4-მა სკოლამ ტესტური გამოცდა აირჩია
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
გარემოს პრობლემები და გამოწვევები – მოსწავლეთა კონფერენცია ახალციხეში