FM97.5 / LIVE

აწყვიტაში გადათხრილი საფლავების საქმეს ეროვნული სააგენტო სწავლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2017
ასპინაძაში, სოფელ აწყვიტაში, ეკლესიის გალავნის მშენებლობა შეჩერდა. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით გაგრძელდება;

აწყვიტაში გადათხრილი  საფლავების  საქმეს  ეროვნული  სააგენტო სწავლობს
„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ აწყვიტაში გადათხრილი საფლავების შესახებ მასალის გამოქვეყნებისთანავე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი ადგილზე ვითარების შესასწავლად გაემგზავრა.

„ოპერატიულად მოხდა რეაგირება, ჯგუფი ქუნცის ეკლესიიდან გუშინ დაბრუნდა“, – გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

ქუნცის ეკლესიის გალავნის მშენებლობა სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე შეჩერდა. მიზეზი ის იყო, რომ აქ კულტურის სამინისტროდან ინსპექტირების ჯგუფის წევრები გამოჩნდნენ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ წინასწარი შესწავლით, აწყვიტაში არქეოლოგიური ძეგლის ისტორიული სამარხები არ დაზიანებულა, რადგან ეკლესია, რომლის გალავანიც კეთდება, სრულად XXI საუკუნეში იქნა აღდგენლი: „თუმცა ის, რომ აქ სამარხები იყო, ეს აშკარაა“.

როგორც ქუნცის ეკლესიაზე მივლინების ნაგარიშში ვკითხულობთ, „აქ მიწის სამუშაოები სათანადო პროექტისა და ნებართვების გარეშე ხორციელდება“.

ამიტომ სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაოების შეწყვეტის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალურად მიმართავენ და მოითხოვენ რომ აქ სამუშაოები მათი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე ამავე ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი ირმწუნებოდნენ, რომ აქ საფლავების არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ მათ ეკლესიასთან შუა საუკუნეების საფლავის ქვა ცხვრის ფიგურით აღმოაჩინეს.

„თხრილსა და მიწის ზედაპირზე მიმოფანტულია ადამიანის ჩონჩხის ცალკეული ფრაგმენტები. ტაძრის სამხრეთით, ჭრილში ჩანს კრანიოლოგიური მასალაც. ტაძრის გარშემო მძიმე ტექნიკით განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია ათეულობით მიცვალებულის ოსტეოლოგიური მასალა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აწყვიტაში ე.წ. ქუნცის ეკლესიის გალავანს საპატრიარქო ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით აკეთებს. აქ მშენებლობისას აღმოჩენილი ძვლები ჯერ სატვირთო მანქანაზე მოხვდა, შემდეგ კი მდინარის ხევში გადაყარეს.

ამ დროისთვის, შეგროვებული ძვლები ტაძარში ტომრებით აწყვია, მათ დამარხვას ისევ ტაძრის ეზოში გეგმავენ;

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სააგენტო:  აწყვიტაში სავარაუდოდ შუა საუკუნეების სამარხები გაანადგურეს
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა ორ კვირაში განახლდება
ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე
რა ბედი ელის აწყვიტის ეკლესიის გალავანს
აწყვიტაში  გალავნის პროექტი მზადაა, თუმცა სამუშაოები არ განახლებულა
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა
აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა სრულდება