"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ინტელექტუალური შეჯიბრი მეცხრეკლასელებს შორის

მთავარისიახლე, განათლება 16.05.2017
დღეს, 16 მაისს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში – რა, სად, როდის? ჩატარდა, რომელშიც ქალაქის ოთხი სკოლიდან მეცხრეკლასელები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში გამარჯვება პირველ სკოლას ერგო.

ინტელექტუალური შეჯიბრი მეცხრეკლასელებს შორის

შეჯიბრში, რომელიც ახალციხის საბავშვო ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა, 1–ლი, მე–2–ე, მე–5–ე და მე–6–ე საჯარო სკოლის, მეცხრე კლასის 20 მოსწავლე მონაწილეობდა. თამაში ორი ტურისა და მესამე, გადამწყვეტი, ბლიც შეკითხვებისგან შედგებოდა.

ორი ტურის შედეგების მიხედვით, მესამე ტურში ოთხი გუნდიდან მხოლოდ მე–2–ე და 1–ლი სკოლის გუნდები გადავიდნენ. მესამე ტურში, ამ ორი გუნდიდან, თითო წარმომადგენელს, ბლიც შეკითხვები დაუსვეს.

"კითხვები ყველა სფეროდან იყო. ისინი საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა შეადგინეს. შევეცადეთ მეტ–ნაკლებად სირთულის კითხვები ყოფილყო“, – ამბობს საბავშვო ბიბლიოთეკის უფროსია სპეციალისტი ლალი ჩინჩალაძე.

ჟიურიმ, რომელიც ოთხი წევრისაგან შედგებოდა, სამივე ტურის შედეგები შეჯამა და გამარჯვებულად პირველი სკოლის გუნდი დაასახელა. გამარჯვებულ გუნდს თასი გადაეცა.

"ძალიან მიხარია გამარჯვება, ვნერვიულობდი, ბლიც შეკითვების დროს მითუმეტეს. ასეთ კონკურსში აქამდე მონაწილეობა არ მიმიღია“, – ამბობს პირველი სკოლის მოსწავლე მარიამ აფრიამაშვილი.

თამაშის ყველა მონაწილეს დათო ტურაშვილის წიგნი „ტყეების მეფე“ და სიგელები გადასცეს. ბლიც შეკითხვებში გამარჯვებულმა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასული მოსწავლე წიგნი – "ყველაფერი ყველაფერი" დაასაჩუქრეს.

ინტელექტუალური თამაში ახალციხის საბავშვო ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

ინტელექტუალური შეჯიბრი მეცხრეკლასელებს შორის

ინტელექტუალური შეჯიბრი მეცხრეკლასელებს შორის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

17.07.2017 ისტორიის გამოცდაზე ერთი აბიტურიენტი არ დაუშვეს

14.07.2017 დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა

14.07.2017 გამოცდაზე 151 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2017 ქართველი მწერლები ახალქალაქში შეხვედრას გამართავენ

19.07.2017 ჩცდ–ს კვაზი მანტკავა ახალციხის თეატრში ითამაშებს

18.07.2017 ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

18.07.2017 ახალციხეში თანამედროვე რუსეთის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
უფროსკლასელები ერთმანეთს მხარის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ
მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში გამარჯვება აწყურის გუნდს ერგო
კონკურსი ახალციხის სკოლებს შორის
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
‘რა, სად, როდის’ –შეჯიბრი ახალციხის სკოლებს შორის
ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო