სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პაუზა ლექსით: "დახუჭე თვალი" [Audio]

მთავარიპაუზა–რადიო 16.05.2017
მოიწყეთ განტვირთვის წუთები ბექა გასიტაშვილთან ერთად, რუბრიკაში "პაუზა ლექსით". მოისმინეთ იზა ორჯონიკიძის ძალიან ცნობილი ლექსი "დახუჭე თვალი", FM 97.5-დან.



დახუჭე თვალი

დახუჭე თვალი,
სარკმელს დავხურავ
და მზის ჩანჩქერში
მობანავე ავტომობილი
მყუდრო ოთახს დაემსგავსება,
დაგვეხსნება შლეგი პირქარიც.
დაიძინე, სიხარულო,
ნუ გედარდება,
ხომ მითხარი,
ხომ გამაფრთხილე,
გაგაღვიძებ, როცა დრო მოვა...
კარგი, ჰო, კარგი,
ჩემი მარცხენაც
მუხლზე გედოს,
მაშინაც კი არ გამოგაცლი,
როცა შენი პაწია ხელი
დადუმდება, მოიღვენთება...
დაიძინე, უსაყვარლესო,
ეს წამები მხოლოდ ჩემია,
მონატრებულს,
უნიღბოს და
გულს დანდობილს
მინდა გიცქირო...

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

პაუზა ლექსით: "ძახილი" პაოლო იაშვილი [Audio]
პაუზა ლექსით: "ლამაზი სიკვდილი" [Audio]
"პაუზა ლექსით": შეჩერდი, მოასწარ! [Audio]
პაუზა ლექსით: "სიყვარული" [Audio]
პაუზა ლექსით – "თოვლი" [Audio]
პაუზა ლექსით: "საქართველოს" [Audio]
პაუზა ლექსით – "აბასთუმანი" [Audio]