FM97.5 / LIVE

პროფესიული დღე ახალციხელ ჟურნალისტებს არ აღუნიშნავთ

მთავარისაზოგადოება 22.03.2013
’რადგან ჟურნალისტებს საზოგადოების წინაშე უწევთ წარდგენა, ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებიან. ამიტომაა ეს რთული და საპასუხისმგებლო პროფესია’, - ამბობს სრული პროფესორი, ჟურნალისტი ნანა ტალახაძე.

პროფესიული დღე ახალციხელ ჟურნალისტებს არ აღუნიშნავთ
ნანა ტალახაძე სამცხე-ჯავახეთის სახლემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლის. ამბობს, რომ სტუდენტებს გამუდმებით უმეორებს, რომ ჟურნალისტიკაში ყველაზე მთავარი სიზუსტე და კეთილსინდისიერებაა: „სულ ვუმეორებ ჯოზეფ პულიცერის სიტყვებს, სიზუსტე, სიზუსტე, სიზუსტე - ასე ურჩევდა იგი ჟურნალისტებს. რადგან ჟურნალისტებს საზოგადოების წინაშე უწევთ წარდგენა, ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებიან. ამიტომაა ეს რთული და საპასუხისმგებლო პროფესია“.

ამავე უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი მარინა ზედელაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ჟურნალისტიკა მხოლოდ ხიბლის გამო არ უნდა აირჩიოს.

„ჩვენ მეოთხე ხელისუფლებას გვიწოდებენ და ეს უდიდესი ტვირთია, რაც დიდ პასუხისმგებლობასთნ არის დაკავშირებული. ჟურნალისტმა უნდა იცოდეს რატომ ირჩევს ამ პროფესიას და მხოლოდ მიკროფონის ხელში დაჭერის ხიბლით არ უნდა გახდეს ჟურნალისტი",- ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი მარინა ზედელაშვილი.

21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღე, ადგილობრივ ტელევიზია „მეცხრე არხში“ არ აღუნიშნავთ. ტელევიზიის ჟურნალისტი თიკო კურტანიძე ამბობს, რომ რთული და დატვირთული სამუშაო განრიგი განტვირთვის დროს ხშირად არ უტოვებთ.

თიკო კურტანიძეს ჟურნალისტიკაში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული რესპონდენტების გახსნაა.

„გვიჭირს რესპონდენტების მოძიება. განსაკუთრებით თუ სამართლის მხრივ რაიმე თემას ვაშუქებთ. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ჩვენი ტელეკომპანიის მიმართ დადებითად არიან განწყობილი, ხშირად გვეუბნებიან რომ სიუჟეტი მოეწონათ“, - ამბობს იგი.

პროფესიული დღე არც „სამხრეთის კარიბჭეში“ აღუნიშნავთ. თუმა, წინა დღეებისგან განსხვავებით, 21-მა მარტმა შდარებით მშვიდ სამუშაო გარემოში ჩაიარა.
21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღე, ერთი ვერსიით, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააარსეს. თუმცა, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე აცხადებს, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ის არის და ამ დღის აღნიშვნა ამიერკავკასიაში პირველი გაზეთის, ყოველკვირეული ქართულენოვანი "საქართველოს გაზეთის" გამოცემას უკავშირდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა
უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს
„მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა
‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს
თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდები ჟურნალისტიკაზე [Video]
"თაობა მაXიმუმი" – პროფესია ჟურნალისტი [Audio]
პრეზიდენტი: ‘კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება’