სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.05.2017
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს, დამსაქმებელმა კომპანიამ „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალმა “ სახელფასო დავალიანება აუნაზღაურა.

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს

როგორც გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, სახელფასო დავალიანება დღეს, 16 მაისს, სრულად, ჩაერიცხათ.

„ამ თვეების განმავლობაში 2900 ლარი მქონდა ასაღები და სრულად დამერიცხა,“–გვეუბნება ერთ–ერთი დასაქმებული თემურ ინასარიძე.
ინასარიძის თქმით, თანხა სრულად მასთან ერთად მომუშავე მუშებსაც ჩაერიცხათ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი–ახალციხის 8.5 კმ–იანი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 60–მდე მუშა, მიმდინარე წლის 3 მაისს გაიფიცა, ისინი დამსაქმებელი კომპანიისაგან სამი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდნენ.

მუშებმა გზაზე, ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი სამუშაო პროცესი შეაჩრეს და ვიდრე კომპანია დავალიანებას არ აუნაზღაურებდა, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებდნენ.

თუმცა მათ, სამუშაო პროცესი მას შემდეგ განაახლეს, რაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ისინი დაპირდნენ, რომ მუშებს თანხას 17 მაისამდე აუნაზღაურებდნენ, მათ კი სამუშაო პროცესი უნდა გაეგრძელებინათ.

პროტესტიდან მეოთხე დღეს, 6 მაისს მუშებმა სამუშაო პროცესი გააგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა სავარაუდოდ მაისის ბოლომდე დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან
ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციებს აანონსებენ
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ