FM97.5 / LIVE

დღეს ვარძიაში 'ვეფხისტყაოსნის' სტროფებს გადაწერენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2017
დღეს, 16 მაისს, ვარძიაში, მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილ ხელნაკეთ წიგნზე, "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს გადაწერენ.

დღეს ვარძიაში 'ვეფხისტყაოსნის' სტროფებს გადაწერენ

კულტურის სამინისტროს ცნობით, ხელნაკეთი წიგნი საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იმოგზაურებს. 21–ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

ღონისძიება "რუსთაველის დღეების" ფარგლებში იმართება. „რუსთაველის დღეების“ აღნიშვნა ახალციხეში გუშინ, 15 მაისს, 14:00 საათზე დაიწყო. ღონისძიებებს ესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

გუშინ, ახალციხეში, ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებისა და სომხურ ენაზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; მხატვარ ქეთი მატაბელის, ახალგაზრდა მხატვრების და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილები თემაზე - რუსთაველი ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის შემოქმედებაში.

ასევე, მოეწყო მეცნიერების (რუსთველოლოგების) - ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის, ივანე ამირხანაშვილის, ნესტან სულავას, მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის ფონდის თავმჯდომარეების - მაყვალა გონაშვილისა და ავთანდილ ბერიძის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან; შოთა რუსთაველის თემატიკაზე გაიმართა სემინარი და ინტერაქციის რეჟიმში შედგა დიალოგი მკითხველთან.

ღონისძიება ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ და მომღერალ ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდა.

ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში იმართება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებიც გადაეცა.

[sknews.ge]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2020 მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება

22.05.2020 საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა

22.05.2020 ‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე

22.05.2020 გაძვირდა თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება
შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ახალციხეში
'გადაწერე 'ვეფხისტყაოსანი' – რუსთაველის დღეები ახალციხეში
'რუსთაველის დღეების' ღონისძიებათა განრიგი
ხვალ ახალციხეს კულტურის მინისტრი ეწვევა
დღეს საღამოს კონცერტი ‘ახალციხის ციხის’ ნაცვლად მესხეთის თეატრში გაიმართება
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]