სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დაბა ასპინძას წყალს ისევ წყალმზიდებით აწვდიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2017
დაბა ასპინძაში, წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას სასმელი წყლით ისევ წყალმზიდებით ამარაგებს. რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ.

დაბა ასპინძას  წყალს  ისევ წყალმზიდებით აწვდიან

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერის ბორის სპანდერაშვილის თქმით, ასპინძაში ისევ სათავე ნაგებობაზე ფილტერბის გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს.

სპანდერაშვილი ამბობს, რომ ოთისწყლების სათავე ნაგებობიდან დაბის ნაწილისთვის წყალი გუშინ, 14 მაისს, საღამოს გაუშვეს, თუმცა, ისევ გადაკეტეს: „გუშინ კი გავუშვით მაგრამ, წვიმის გამო აიმღვრა და ბინძური წყალი წამოვიდა“.

როდის დასრულდება ოთისწყლების სათავე ნაგებობის გაწმენდა, წყალმომარაგების კომპანიაში ამაზე ვერ საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, დაბა ასპინძაში სასმელი წყლის მიწოდება 10 მაისს შეწყდა. ადგილობრივების ნაწილი სასმელ წყალს ყიდულობს, ნაწილი კი ახლომდებარე სოფლებიდან ეზიდება. კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივების წყლით მომარაგებას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე სასმელი წყლის მიწოდება არ აღდგება.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ
ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ახალციხის 16 ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს – როდის აღდგება მიწოდება
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება