FM97.5 / LIVE

ახალციხეში მომხდარი ავარიის გამო ერთი პირი დააკავეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 15.05.2017
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი დააკავეს.

ახალციხეში მომხდარი ავარიის გამო ერთი პირი დააკავეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავარიის შემდეგ მკურნალობას „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დაკავებულია. იგი სამართალდამცავებმა გუშინ, 14 მაისს, საავადმყოფოდან გამოწერისთანავე დააკავეს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

ახალგაზრდა მამაკაცი, ავარიის დროს იმ ავტომანქანას მართავდა, რომლის მგზავრიც მიღებული ტრამვების გამო, იმავე დღეს გარდაიცვალა.

დაკავებული ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას ჯერ ბრალი არ წარდგენია.

როგორც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 13 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ძლიერი სისწრაფით მოძრავი „ნისანი“ „ტოიოტას“ შეეჯახა. „ნისანში“ მსხდომი ორივე მამაკაცი დაშავდა და ერთ–ერთი გამთენიისას გარდაიცვალა, „ტოიოტაში“ მსხდომი ორი მამაკაცი კი უვნებლად გადარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

21.03.2019 ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა

21.03.2019 დაუნის სინდრომის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

21.03.2019 25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ადიგენში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში დაშავებული ორი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა მძიმეა