FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 13.05.2017
ახალციხეში, თამარშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. თვითმმხილველების თქმით, მაღალი სისწრაფით მოძრავი „ნისან მიკრას“ მარკის ავტომობილი „ტოიოტა რაქტისს“ შეეჯახა. „ნისანში“ მსხდომი ორივე მამაკაცი დაშავდა, „ტოიოტაში“ მსხდომი ორი მამაკაცი კი უვნებლად გადარჩა.

„თბილისიდან მოვდიოდით, 'ტრასა' თავისუფალი იყო, საჭესთან ჩემი შვილი იჯდა, სწრაფად მოდიოდა, მოცურდა და შემოგვასდკა“, – ამბობს „ტოიოტაში“ მჯდომი ერთ–ერთი მამაკაცი.

დაშავებულები სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში ახალი შეყვანილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში მომხდარი ავარიის გამო ერთი პირი დააკავეს
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა