"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ვალეში მაღალი ძაბვის გამო ელექტროტექნიკა გადაიწვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, შემთხვევა 14.05.2017
ვალეში ათობით აბონენტს საოჯახო ტექნიკა გადაეწვა; რა შემთხვევაში აუნაზღაურებს „ენერგო–პრო–ჯორჯია“ დაზარალებულებს ზიანს;

ვალეში მაღალი ძაბვის გამო  ელექტროტექნიკა გადაიწვა
კომპიუტერები, მაცივრები, ტელევიზორები, წყლის გამაცხელებლები, წყლის საქაჩები და ინტერნეტის მოდემები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტექნიკისა, რომელიც ვალეში მცხოვრებ ათობით ოჯახს მაღალმა ძაბვამ გადაუწვა.

„კომპიუტერში ფილმს ვუყურებდით, უცებ ტკაცუნი ატყდა ოთახებში, ნათურა გასკდა და დავინახეთ რომ კომპიუტერს ცეცხლი მოედო. ძალიან შეგვეშინდა. გავიქეცი სხვა ოთახებში, რომ მაცივარი და სარეცხის მანქანა გამომერთო, შესვლისას შუქის ანთებისთანავე ნათურები იქაც დასკდა, მაგრამ რაც მთავარია სხვა ტექნიკა გადავარჩინე“, – გვიყვება ვალეში მცხოვრები ანჟელა დემეტრაძე.

ვალეში მაღალი ძაბვის გამო  ელექტროტექნიკა გადაიწვა

მათ 1 500 ლარად ახლადშეძენილ პერსონალურ კომპიუტერთან ერთად წყლის გამაცხელებელიც გადაეწვათ.

ორი წლის წინ შეძენილი „სამსუნგის“ მარკის ტელევიზორი და 1 050 ლარად ნაყიდი მაცივარი გაუფუჭდათ ნადირაძეებსაც.

„უცებ მოვარდა დენი, სანამ ავდექი რომ ტელევიზორი გამომერთო გადაწვა. ნეთურები ყველა ოთახში დასკდა. მაცივრის გამორთვაც ვერ მოვასწარით“, – გვიყვება ვალეს მკვიდრი ამირან ნადირაძე.

ძლიერმა ძაბვამ მათ მეზობლად მცხოვრები ბებნაძეებიც დააზარალა: „ინტერნეტის მოდემი და წუნერი დაგვიწვა. ორივეს ბოლის ასდიოდა“, – ამბობს გიორგი ბებნაძე.

ასევე 1 200 ლარად შეძენილი მაცივარი და პერსონალური კომპიუტერი დაუზიანა ძლიერმა ძაბვამ აშოტ სტეფანიანსაც.

„ჩვენ მხოლოდ მაცივარი გაგვიფუჭა. წაიღეს გადსაკეთებლად, მაგრამ უთხრეს აღარ გაკეთდებაო“, – ამბობს ნაზი ევსტაფიევი.

„ენერგო–პრო–ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულმა მოქალაქეებმა ახალციხეში მათ ფილიალს უნდა მიაკითხონ, მომხდარის შესახებ ოფიციალური წერილი დაწერონ, ან ცხელ ხაზზე (2 47 17 07) დარეკონ.
„მომართვის შემდეგ ჩვენ კომპანიაში არსებული სპეციალური კომისია შესიწავლის მომხდარს, დაადგენს თუ ის ტექნიკა ნამდვილად მაღალი ძაბვის გამო დაზიანდა, ზარალს აანაზღაურებენ“, – აცხადებენ „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეკითხვაზე, რა გახდა მომხდარის მიზეზი, გვაპსუხობენ: „ესეც შესაბამისმა კომისიამ უნდა დაადგინოს. თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა მოგვმართონ, თუნდაც ფეისბუქის გვერდზე მოგვწერონ“.

ვალეში მაღალი ძაბვის გამო  ელექტროტექნიკა გადაიწვა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს
უამინდობის გამო  ახალციხეში 8000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადგილობრივები ბორჯომში სტიქიის შედეგებს საკუთარი ძალებით უმკლავდებიან [Photo]

ახალციხეში დენის გაორმაგებულ გადასახადს უჩივიან
ახალქალაქში 250 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება