FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საკრედიტო ბაზარი გაფართოვდა

მთავარიეკონომიკა 21.03.2013
15 მარტს ახალქალაქში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკა საქართველოს“ ფილიალი გაიხსნა.

ახალქალაქის საკრედიტო ბაზარი გაფართოვდა
ახალქალაქის ფილიალი „ფინკა საქართველოს“ ქსელის 34–ე და რეგიონში, ახალციხის შემდეგ, მეორე ფილიალია. კომპანია, ფერმერებსა, წვრილ და საშუალო მეწარმეებზე კრედიტებს გასცემს. „ფინკა საქართველოს“ ახალქალაქის ფილიალის ერთ–ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა იქნება.

ფილიალის გახსნაზე მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახალქალაქში მომუშავე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალების მთავარი მენეჯერები, ადგილობრივები და მედიის წარმომადგენლები.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკა საქართველოს“ წარმომადგენლები სტუმრებს მიესალმნენ და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადეს. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ „ფინკას“ ორგანიზაციული დირექტორი მამუკა მაისურაძე, ახალქალაქის გამგებელი ნაირი ირიციანი, ახალქალაქის ფილიალის მენეჯერი ზაალ ჯარგავა, ასევე ფინკა–საქართველოს რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი ხათუნა დელიძე.

„ფინკა–ახალქალაქის“ ხელმძღვანელის ზაალ ჯარგავას თქმით, ფილიალის გახსნის მიზეზი ისაა, რომ ახალქალაქელები ახალციხის ფილიალზე დამოკიდებული არ იყვნენ.

„იქნება მონიტორინგი, მარკეტინგი, აქციები სოფლის მეურნეობისთვის დაბალი პროცენტებით. მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ საშუალო და დაბალი შეძლების ხალხს დახმარება ესაჭიროება, ეს ფილიალიც გავხსენით“, – ამბობს ზაალ ჯარგავა.
ამ ეტაპზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან ყოველგვარი გირაოს გარეშე 10,000 დოლარის აღება შეუძლია. კრედიტის ასაღებად მოქალაქეებს მინიმალური რაოდენობით დოკუმენტების შევსება სჭირდებათ. „ფინკა“ თავის მომხმარებლებს გადახდების გადავადებასაც სთავაზობს, ანუ კრედიტის აღების შემდეგ მსესხებელი ძირითადი თანხის გადახდას დაიწყებს არა პირველივე თვიდან, არამედ სეზონურად გადაიხდის.

„ფინკა საქართველოს“ ორგანიზაციული დირექტორის მამუკა მაისურაძის თქმით, შესაძლოა ადგილობრივმა ფილიალმა მომსახურების სფერო ახლო მომავალში კიდევ გააფართოვოს.

„იმედი მაქვს ამავე წელს დაგვემატება დამატებითი მომსახურებები, როგორიცაა გადარიცხვები საზღვარგარეთ, ვალუტის გაცვლა და ა.შ. თანდათანობით სხვა მომსახურებებსაც დავამატებთ“, – ამბობს მამუკა მაისურაძე.

კითხვაზე, მიკროსაფინანსო კომპანია ახალქალაქის საკრედიტო ბაზარზე სწორედ ახლა რატომ შემოვიდა, მამუკა მაისურაძემ გვიპასუხა, რომ ეს კონკრეტული მიზეზით არ არის განპირობებული და ჩვეულებრივი ტერიტორიული გაფართოებაა.

კომპანიის თანამშრომელთა შტატი დაკომპლექტებულია, ვაკანტურია მხოლოდ ორი ადგილი: საკრედიტო ოფიცრისა და მძღოლის პოზიციები. თანამშრომლების მიღება ამ წლის თებერვალში დაიწყო. „ფინკა–ახალქალაქის“ ფილიალის ყველა თანამშრომელი ადგილობრივია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ახალციხის ფილიალში სულ რვა ადამიანი მუშაობს.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება ®
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე ®
ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი - უნიკალური პროდუქტი და ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად ®
ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია [R]
ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა [R]
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო [R]
ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო ®