FM97.5 / LIVE

საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.05.2017
სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობაზე გაფიცული მუშები კუთვნილი ხელფასის მიღებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ;

საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება
დღეს, 11 მაისს დილიდან სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობა შეწყდა. შვიდი ადგილობრივი მუშა გაიფიცა. მათ ბოლო ორი თვის ხელფასი არ მიუღიათ.

„ოქტომბრიდან ვმუშაობ, ოქტომბრის ნოემბრის და დეკემბრის ხელფასები მოგვცეს. იანვრის და თებერვლის დაგვიგვიანეს, მაგრამ გაგვისტუმრეს, ახლა მარტის და აპრილისას ველოდებით და არ გვაძლევენ“, – ამბობს აზერბაიჯანულ კომპანიის „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის“ მიერ დაქირავებული მუშა უშანგი ივანიძე.

იგი საროს მკვიდრია. მის გარდა ობიექტზე კიდევ ექვსი ადგილობრივია დასაქმებული.

„სამი თვის წინ დავიწყე მუშაობა და საერთოდ არ ამიღია ჯერ ხელფასი. აქ ჩვენს გარდა კიდევ 6 კაცი იყო დასაქმებული, უხელფასობის გამო მიატოვეს სამუშაო და წავიდნენ“, – ამბობს მუშა ანზორ გიორგაძე.

ანაზღაურების გარეშე სამსახურამდე მისვლას რომ ვეღარ შეძლებს ამაზე საუბრობს, ასევე საროში მცოხვრები გიორგი ლონდარძე: „ბენზინი ხომ გვინდა აქამდე რომ მოვიდეთ?! ან ჭამა არ გვინდა?! ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დღეს სამუშაო შეგვეჩერებინა“.

საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება

სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“ ასრულებს.

დღეს გაფიცულ მუშებთან არც აზერბაიჯანული კომპანიის და არც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები არ გამოჩენილან. მუშები აცხადებენ, რომ მათ დამსაქმებლები ხელფასის მიღებას ყოველდღე პირდებიან, თუმცა უშედეგოდ.

აზერბაიჯანულ კომპანიაში ჯერ განგვიცხადეს, რომ თანხის გადმორიცხვას „საქართველოს მელიორაცია“ აგვიანებდა. მიზეზი კომპანიის მთავარმა ინჟინერმა ნიკა ხაჩიძემ ასე აგვიხსნა: „ჩვენ შესრულებული სამუშაოს დასტურად ფორმა ორი წარდგენილი გვაქვს, რაღაც ცვლილებები მოხდა მელიორაციაში და დოკუმენტზე ხელმოწერა დაგვიანდა“.

„საქართველოს მელიორაციიდან“ თანხის გადმორიცხვის დაგვიანებაზე ისაუბრა ამავე კომპანიის ბუღალტერმა ნანა ბიბილურმაც: „დოკუმენტურად რაღაცეებია გასავლელი, ალბათ იქით კვირაში თანხა დაირიცხება“.

მას შემდეგ კი რაც „სამხრეთის კარიბჭე“ შპს „საქართველოს მელიორაციას“ დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ხელფასის გაცემასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა.

„თანხა ჩარიცხული ყოფილა, უბრალოდ მე არ ვიცოდი ამის შესახებ“, – გვითხრა ნიკა ხაჩიძემ.

კითხვაზე, მაშინ რა იყო ხელფასების დაგვიანების მიზეზი, გვიპასუხა: „რაღაცა დაბრკოლებები ყოველთვის აქვს კომპანიას. რაც გაკეთდა ასპინძაში ამ შესრულებული სამუშაოს აქტი ცოტა გვიან ჩავიბარეთ, ამასობაში ერთი თვე გავიდა და ხელფასების გაცემის დროც მოვიდა“.

ხაჩიძე აცხადებს, რომ ხვალ 12 მაისს კომპანიის წარმომადგენლები ასპინძაში წავლენ და ხელფასებს სრულად დაფარავენ.

მუშები კი აცხადებენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ხელფასს არ აიღებენ: „ეგენი სულ ეგრე გვპირდებიან! სხვას თუ აიყვანენ სამუშაოდ, არ მივცემთ მათ მუშაობის საშუალებას. ამ სამუშაო მანქანებსაც არ გავატანთ. თუ ტექნიკა წაიყვანეს და წავიდნენ, ჩვენ მერე ხელფასს ვიღა მოგვცმემს?!“ – ამბობს გიორგი ლონდარიძე.

მიიღებენ კუთვნილ ხელფსს ხვალ საროში გაფიცულები, თუ ესეც კომპანიის მხრიდან ერთ–ერთი ცრუ დაპირება იქნება, ხვალ გაირკვევა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ გაფიცვა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გულისხმობს, ეს კანონმდებლობითაა დადგენილი და ამიტომ მიიჩნევს, რომ კომპანია მუშებთან ვითარების მოგვარებას ეცდება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ერთადერთი გზა სასამართლო იქნება, სასამართლო სისტემა კი ძალიან ხშრიად ისეთ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფისთვის, როგორებიც შეიძლება იყვნენ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები, ხელმიუწვდომელია“, – ამბობს ღვინიანიძე.

მისივე თქმით, მუშებს იურიდიული დახმარებაც რომ გაეწიოთ და სასამართლომდე მივიდნენ, იმის გამო რომ ეს პროცესი დროში ძალიან ჭიანურდება, მათი მოთხოვნის მიღება ეფექტური ვერ იქნება.

ხვალ დილით გაფიცული მუშები ობიექტზე ისევ შეიკრიბებიან და თუ ხელფასს დაურიცხავენ, მუშაობას გააგრძელებენ. წინააღმდეგ შემთხვავაში, ობიექტი რომელიც მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს, მისი მშენებლობა გარუკვეველი ვადით გადაიწევს.

საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


16.07.2020 ახალციხელი მოსწავლეების მიერ შექმნილი აპლიკაცია GOGEOGO ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია

16.07.2020 ‘აგვისტოში 1 500-მდე ვაკანსია გამოცხადდება’ - მასწავლებელთა ეროვნული ცენტრი

16.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ბიოლოგიაში აბარებენ

16.07.2020 სოფიო გორგოძე ახალციხეში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 ‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ - ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

14.07.2020 ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა

14.07.2020 4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

14.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ
გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს
რატომ ვერ ღებულობენ ხელფასს საროში გაფიცული მუშები
დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ
საროში გაფიცულებმა მუშაობა განაახლეს