FM97.5 / LIVE

TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 11.05.2017
"ტოლერნატობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას მუსლიმებისათვის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს.

TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"
"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" ე.წ. მოხეს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მათ განცხადებას უცლველად გთავაზობთ:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობას, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმი თემი წლებია ითხოვს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და „სადავო ნაგებობა" ეწოდა. სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ნაგებობა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში და შემდგომი “რეაგირების” მიზნით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცემა.

კომისია, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, შენობის წარმომავლობის დადგენის საბაბით, 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შეიქმნა და დაკომპლექტდა ქრისტიანი და მუსლიმი თემის, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებით. უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმი თემის მხრიდან, კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ მხოლოდ იმ ორგანიზაციის („სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“) წარმომადგენლები, რომელსაც მუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ენდობა. ადგილობრივი მუსლიმების თხოვნაზე, პროცესში ჩართულიყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უარი განაცხადა. დამკვირვებლის სტატუსით ჩართვის მოთხოვნაზე სააგენტომ უარი უთხრა საქართველოს სახალხო დამცველსაც, იმ არგუმენტით, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ ვრცელდებოდა კომისიის საქმიანობაზე.

ორი წლის განმავლობაში, კომისიის საქმიანობა იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მისი მუშაობის შესახებ ინფორმაციზე ხელი არ მიუწვდებოდათ სახალხო დამცველსა და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

როგორც საბოლოო გადაწყვეტილებით ირკვევა, კომისიას არ შეუსწავლია შენობის წარმომავლობა, შესაბამისი ისტორიული დოკუმენტები, არ უმსჯელია პრობლემის მოგვარების სამართლებრივ გზებსა და ისტორიული ნაგებობის კუთვნილების დადგენის საკითხებზე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, კომისიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში, მასზე მეჩეთის მშენებლობის მიზნით.

კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობას. კომისიას არ გააჩნია არც კომპეტენცია და არც უფლებამოსილება, მიანიჭოს კულტურული ძეგლის სტატუსი რაიმე ქონებას. ამასთანავე, თვითმმართველობის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას თავად ამ ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ოქმებში მოხსენიებულია „კომისიის გადაწყვეტილება“, მას სავალდებულო ხასიათი ვერ ექნება და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შეიძლება იყოს.

TDI იურიდიულ დახმარებას უწევს მუსლიმი თემის წარმომადგენლებს და მათი ინტერესების დაცვის მიზნით, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
TDI:მოხეს ნაგებობის საკითხი სისტემური პრობლემის ნაწილია
ადიგენის გამგეობას TDI სასამართლოში უჩივის
მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
მოხეს სადავო შენობას  ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს