FM97.5 / LIVE

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეში მტკიცებულებებს იკვლევენ

მთავარისამართალი 20.03.2013
საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარე, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეები დაკითხეს.

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეში მტკიცებულებებს იკვლევენ
სასამართლო პროცესი თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესის დასრულების შემდეგ, ხვედელიანის ადვოკატმა, გიორგი ჭალიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოკვლევა მიმდინარეობს.

”ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული. ერთ-ერთი მუხლი ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დანარჩენი - ოთხიდან რვა წლამდე. პროკურატურა რაღაც არ არსებულ მუხლებს ედავება, ბოლოს გამომჟღავნდება ყველაფერი. პროცესი გადაიდო, ვინაიდან მოწმეები კიდევ დასაკითხია. ფაქტობრივად, დაზარალებულების დაკითხვა უკვე დასრულდა, მოწმეების გამოკითხვა გრძელდება”, - განაცხადა გიორგი ჭალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე დაიწყო. პროცესის პარალელურად ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები მამუკა ხვედელიანისთვის სამართლიანი განაჩენის გამოტანას ითხოვდნენ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მამუკა ხვედელიანის მომდევნო პროცესი 29 მარტისთვის ჩაინიშნა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ