FM97.5 / LIVE

"ლენდოს" ყაჩაღობაში ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება

მთავარისიახლე, სამართალი 10.05.2017
ახალციხეში, კომპანია "ლენდოს" ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულის სასამართლო განხილვა ისევ გადაიდო. პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება

ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 10 მაისს, კომპანია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლომ ვერ იმსჯელა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დაცვის მხარემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამიტომ ამ საკითხზე სასამართლო 19 მაისს იმსჯელებს.

როგორც ბრალდებულის პ.გ–ს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებეს, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია.

აღნიშნულის თაობაზე კი სამარჯიშვილმა ბრალდების მხარეს ჯერ კიდევ 11 აპრილს მიმართა და ბარალდებულისათვის, ერთი ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

"ეს არის ბოლო თარიღი, სასამართლო სხდომებს მეტად აღარ გადადებს. პროკურატურა ან გადაწყვეტილებას მიიღებს ან საქმის არსებითი განხილვები გაგრძელდება", – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კომპანია "ლენდოს" ფილიალი მიმდინარე წლის 16 თებერვალს დააყაჩაღეს. გამოძიება ახალციხელ შუახნის მამაკაცს ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–ტარებას ედავება. საქმეზე ძიება სსკ–ს 179–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებული პატიმრობაში 4 წელს გაატარებს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საპროცესოზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულთან შესაძლოა საპროცესო გაფორმდეს
მესამედ გადადებული საპროცესო შეთანხმება
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში  ბრალდებულისთვის ადვოკატი საპროცესოს მოითხოვს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა