სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თიბისი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 10.05.2017
თიბისი ბანკმა აგრო-საინვესტიციო სესხი მომხმარებლებს 6 თვის წინ შესთავაზა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონი ლარის სესხი გაიცა და დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლიანი ბაღები.

თიბისი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობს [R] თიბისი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ძირის დაფარვას ფერმერი იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. პროექტის შედეგებს თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსი
ვეფხვია ლომინაშვილი აჯამებს.

- თიბისი ბანკმა ოქტომბერში აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს აგრო-საინვესტიციო სესხი შესთავაზა. როგორია 5 თვის შედეგები, რამდენად დიდია ინტერესი ფერმერების მხრიდან?

პირველ რიგში, განვმარტოთ რას ნიშნავს აგრო-საინვესტიციო სესხი. ეს არის თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ხორცილდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში. სესხი განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც დაინტერსებულნი არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით.

აგრო- საინვესტიციო სესხის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ბენეფიციარი აღებული სესხის ძირი თანხების გადახდას იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ნარგავები შევა კომერციულ მსხმოიარობაში. ანუ მსესხებელს ჩვენ ვთავაზობთ გრძელვადიან საშეღავათო პერიოდს, რომელიც რიგი კულტურების შემთხვევაში 5 წელსაც კი აღწევს. ინტერესი აგრო-საინვესტიციო სესხის მიმართ, ბუნებრივია, დიდია. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 5 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გაიცა და დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლიანი ბაღები.

- რომელი რეგიონები გამოირჩევა მეტი აქტიურობით და ძირითადად, რა კულტურებზეა მოთხოვნა ფერმერების მხრიდან?

რთულია გამოვყოთ კონკრეტული რეგიონი, ფერემერები აქტიურობდნენ საქართველოს ყველა იმ კუთხიდან, სადაც კი შესაძლებელია მრვალწლიანი ბაღების გაშენება. გაშენდა თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვის, კივის და ვაშლის ბაღები. ძირითადი მოთხოვნა ამ სეზონზე თხილის და კაკლის ბაღებზე მოდიოდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ წლევანდელ სეზონზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება სხვა კულტურებზეც.

- აგრო-საინვესტიციო სესხის პრეზენტაციისას თქვენ აღნიშნეთ, რომ სესხი უპრეცედენტოა. რა არის ის უპირატესობები, რითიც ეს სესხი სხვა ბანკების ანალოგიური პროდუქტისგან განსხვავდება?

პირველ რიგში, ეს არის საშეღავათო პერიოდი, რომელსაც ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ. როგორც აღვნიშნე, სესხის ძირი თანხების გადახდას ფერემერი იწყებს მაშინ როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. შესაბამისად, ჩვენ გათვლებს ვაკეთებთ არა არსებულ, არამედ მსესხებლის სამომავლო შემოსავლებზე და ამით ფულად საკრედიტო რესურსს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს ვხდით. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დამეთანხმებით, რომ პროდუქტი მართლაც ძალიან მომხიბვლელია.

- რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, იმისათვის, რომ ამ პროდუქტით ისარგებლოს და რა პროცედურების გავლაა საჭირო აგრო-საინვესტიციო სესხის მისაღებად?

აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობისას, ფერმერების მიმართ ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ: პირველი და ყველაზე მთავარი მრვალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენ დაინტერესებულ პირისგან მოვითხოვთ. პროექტის წარმატება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გააშენებს ფერმერი და შემდგომ მოუვლის ბაღს.

ასევე ვითხოვთ, საკუთრებაში იმ მიწის ნაკვეთებს, რომელზედაც ნარგავები უნდა გაშენდეს. რადგან ძირითად უზრუნველყოფად სწორედ ეს მიწის ნაკვეთებია წარმოდგენილი.

რაც შეეხება პროცედურას, ის ძალიან მარტივია, დაინტერსებულმა პირმა თიბისი ბანკის ფილიალში უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა, თუ რის გაშენებას გეგმავს, რა ხარჯები ექნება გასაწევი და რა მოლოდინები აქვს პროექტის განხორცელების შემთხვევაში. დაინტერესებულმა ფერმერმა უნდა შეავსოს განაცხადი სესხის მოთხოვნაზეც.

- იყო თუ არა პროექტის მიმდინარეობისას შემთხვევები, როცა ფერმერებს სესხის მიღებაზე უარი ეთქვათ და რა იყო ამის მიზეზი?

ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ იყო და ჩვენ რამდენიმე პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა მოგვიწია. უარის ძირითად მიზეზად გამოვყოფდი მრავალწლიანი ნარგავების გაშენების გამოცდილების არქონას და შესაბამისად, სუსტ ბიზნესგეგმებს. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნარგავების გაშენება იგეგმებოდა ისეთ მიწებზე, რომელზეც კონკრეტული ნარგავების გაშენება მიზანშეწონილი არ იყო.

- როგორია თქვენი მოლოდინი და სამომავლო გეგმები პროექტის ფარგლებში?

პირველმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა, ბევრი კარგი პროექტი დაფინანსდა აგრო- საინვესტიციო სესხის ფარგლებში. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი სეზონი, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება, გასულ სეზონზე ბევრად უფრო წარმატებული იქნება.

[sknews.ge]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

10.12.2017 ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან [R]
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ფერმერებს სტარტაპ-აგრო სესხს სთავაზობს [R]
თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის [R]
აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 152 სესხი გაიცა
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს
140 მლნ ევრო საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად