FM97.5 / LIVE

ტყიბულის მაღაროდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 10.05.2017
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროდან, გუშინ საღამოს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 მეშახტის ცხედარი ამოიყვანეს.

ტყიბულის მაღაროდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

შეგახსენებთ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მეშახტეები შახტაში დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდნენ. დაკარგული მეშახტეების ამოყვანის მიზნით სამძებრო–სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარის გამოძიება მაქსიმალურად ღიად ჩატარდება და ყველა დამნაშავე დაისჯება. მინსიტრის თქმით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაცია მიიღებენ კომპანიისაგან და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან: “დაზარალებულების, დაღუპულების ოჯახს ყველა სახის კომპენსირება გაეწევათ, როგორც კომპანიისაგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად ყველა დამნაშავე პირი დაისჯება. დღეს არ არის ალბათ აქ ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებოთ მტყუან-მართალი, აქ არის მომენტი, როდესაც ქალაქს, მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ოჯახების წევრებს, მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე და ტრაგიკული მოვლენა შევუმსუბუქოთ".

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული ნორმები შრომის უსაფრთხოების კუთხით: "ტრაგედიაა, რაც მოხდა მთელი ქვეყნისთვის, ინსპექტორები არიან ადგილზე, რომლებიც კომპლექსურად სწავლობენ შემთხვევის ადგილს. პირველად მოხდა დათვალიერება. ამ დათვალიერების შედეგად ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენთან ერთად ჩართულები არიან საგამოძიებო ორგანოები. კომპლექსურად, ერთობლივად მოხდა შემოწმება, დათვალიერება და შემდეგ უკვე დაიდება შესაბამისი დასკვნა, რამდენად იყო შრომის უსაფრთხოების კუთხით დაცული ნორმები”.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, მთავრობის უახლოეს სხომაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრების საკითხს დააყენებს: "ასეთი მაღალი რისკის ობიექტებზე გამოიკვეთა, რომ გასამკაცრებელია, რაღაც გვაქვს მოსაფიქრებელი და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დავაყენებ ამ საკითხს".

[sknews.ge]


16.07.2020 ‘აგვისტოში 1 500-მდე ვაკანსია გამოცხადდება’ - მასწავლებელთა ეროვნული ცენტრი

16.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ბიოლოგიაში აბარებენ

16.07.2020 სოფიო გორგოძე ახალციხეში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 ‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ - ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

14.07.2020 ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა

14.07.2020 4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

14.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტყიბულში მინდელის მაღაროში ოთხი ადამიანი დაიღუპა
შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა
ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი  ადამიანი დაიღუპა
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა
ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა მშენებლობა განახლდა