FM97.5 / LIVE

ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]

მთავარისამართალი 20.03.2013
”სამართლიანი განაჩენი მოძალადე ხვედელიანს!”, ”ნუ დააფარებთ ხელს მოძალადეს!”, - ამ ტრანსფარანტებით ხელში ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ამ წუთებში მამუკა ხვედელიანის მორიგი სასამართლო პროცესია, ბორჯომელები აქციას მართავენ.

ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]
აქციის მონაწილეები ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისთვის სამართლიანი განაჩენის გამოტანას ითხოვენ.

”მკაცრი განაჩენი ყველა იმ ჯალათს, ვინც ასე ”გამოჩეკა” ვანო მერაბიშვილმა და მისმა ხროვამ, რომლებმაც ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს. იმედი გვაქვს რომ სამართლიანობა აღდგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი გაგრძელდება”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გუჯა ბიჭაშვილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყველა დამნაშავე სამართლიანად უნდა დაისაჯოს.

”ჩვენი მოთხოვნაა კანონს ამოფარებული ადამიანები, რომლებიც ძალადობას სჩადიოდნენ, სათანადოდ დაისაჯონ. მოვითხოვთ სათანადო განაჩენს სასამართლოსგან”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ”ქართული ოცნების” ბორჯომის რაიონული ორგანიციის თავმჯდომარის მოადგილე ზურა ხაჩიძე.



აქცია ხვედელიანის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი რომელიც 12 საათზე დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

ხვედელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 /2 ა. ბ.ე, 143/ 3 ა, 333/ 3, ბ გ 147 / 1 და 148 მუხლებით ედება.

შეგახსნებთ, რომ ხვედელიანი, 2012 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში დააკავეს. ხვედელიანი წლების განმავლობაში მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად იყო წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხდომა ყოველთვის დახურულია.

სასამართლოს შენობასთან იმყოფება ”სამხრეთის კარიბჭეც”. ამ თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დღეს განაჩენს გამოუტანენ?
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო