"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

წყლის შეზღუდული განრიგი და ხარისხს შეწირული მენეჯერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2017
წყლის შეზღუდული განრიგი და ხარისხი, რომელსაც ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი შეეწირა. რატომ მიეწოდებოდა ქალაქს დაბინძურებული წყალი და როდემდე გაგრძელდება შეზღუდული განრიგით მომარაგება;

წყლის შეზღუდული განრიგი და ხარისხს შეწირული მენეჯერი

ახალციხეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წყლის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა, მიწოდების განრიგი კვლავ შეზღუდულია. ამ დროისათვის ქალაქის ძირითად ქუჩებს წყალი დილით, 7:00–დან 10:00–საათამდე მიეწოდებათ, საღამოს კი 17:00–დან 20:00 საათამდე; შეზღუდული განრიგით მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ამინდზეა დამოკიდებული.

„ცივი ამინდები გაჭიანურდა, ამის გამო შენელდა თოვლის დნობის პროცესი და სიმღვრივე გაიზარდა მდინარეში. ამიტომ წყლის მიწოდების გრაფიკი ჯერ ისევ შეზღუდულია. სხვა დროს მაისის დასაწყისისთვის იწმინდება ხოლმე, ახლა ამ პროცესმა ალბათ ორი კვირით გადაიწია“, – ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე.

შეკითხვაზე, რატომ ექმნება ქალაქს ყოველ წელს წყლის ხარისხისა და მიწოდების პრობლემა, სიხარულიძე გვპასუხობს: „ეს წყალაღების პარამეტრებზეა დამოკიდებული. ახალციხის ფილტრებს მომსახურებაში უწერია, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2 თვის განამვლობაში, წყლის ხარისხიდან გამომდინარე, შესაბამის რაოდენობას ვერ გაფილტრავს. ეს იმიტომ, რომ აქ ღია წყალაღებაა, ანუ მდინარის წყალი იფილტრება“.

ახალციხე სასმელი წყლით ურავლის ხეობიდან, უფრო კონკრეტულად კი მდინარე ურავლიდან მარაგდება, რომელიც ფილტრების საშუალებით იწმინდება. საერთო დებეტის, დაახლოებით, 30–35% კი ასევე ურავლის ხეობაში შეკრებილი წყაროს წყლებია.

„რადგან მდინარე ურავლის წყალი ამღვრეულია, გადავკეტეთ და ახლა მოსახლეობა მხოლოდ წყაროს წყლებით მარაგდება. იმისთვის, რომ ხარისხიანი წყალი მიგვეწოდებინა, იძულებული გავხდით განრიგი შეგვეზღუდა. როგორც კი წყალი დაიწმინდება, ძველი განრიგი აღდგება“, – ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ბორის სპანდერაშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქს სუფთა წყალი მიეწოდება, თუმცა, ამ საკითხს ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი ელდარ ჭაღიაშვილი შეეწირა.

„წყლის ხარისხის გამო გათავისუფლდა, დროულად ვერ მიიღო ზომები. როცა შემომავალი მდინარე არის მღვრიე, იქ ურდულია და იმით უნდა დაკეტო. შემდეგ იმისაც კონტროლი სჭირდება, რომ რეზერვუარი სწრაფად არ დაიცალოს და მთიდან შლამი არ წამოვიდეს. ეს ვერ გააკონტროლა, მღვრიე წყალი გაეპარა, ჩვენ კი თანამშრომლებს ამას არ ვპატიობთ“, – აცხადებს ბორის სპანდერაშვილი.

მისი თქმით, რადგან ეს ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერმა ვერ შეძლო, სათავე ნაგებობის კონტროლი პირადად დაიწყო: „ამღვრეული წყალი ჩავკეტეთ, ტექნიკურ დარგში ჩემ მოადგილესთან ერთად მივიღე ზომები“.

არ ეთანხმება ყოფილ ხელმძღვანელს ელდარ ჭაღიაშვილი, მისი თქმით, იგი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია: „განცადება დავწერე და წამოვედი. სპანდერაშვილს თუ ჰგონია, რომ გამათავისუფლა, ცდება“.

გათვისუფლების საკითხში არა, თუმცა სამსახურის დატოვების მიზეზი რომ გაზაფხული და წყლის ხარისხი იყო, ამაზე სერვისცენტრის უკვე ყოფილი მენეჯერიც საუბრობს: „სამჯერ მივმართე სპანდერაშვილსა და ზემდგომსაც, რომ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მოხდებოდა წყლის ამღვრევა, ამიტომ საჭირო იყო პრევენციული ღონისძიებების გატარება ფილტრებთან დაკავშირებით, მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ. სერიოზული საუბარი მომიხდა ჩემი მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით. ვერ შევთანხმდით“.

კონრეტულად რა ღონისძიებების გატარება იყო საჭირო ფილტრებთან დაკავშირებით, რაც ჭაღიაშვილის თქმით, ხელმძღვანელებმა არ გაითვალისწინეს, ან რას ეხებოდა მისი სერიოზული საუბარი ფილიალის მენეჯერთან, უცნობია. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ეს ტექნიკური დეტალებია.

მისი თქმით, მაისი ქალაქის წყალმომარაგების თვალსაზრისით ყველაზე რთული თვეა: „კითხულობენ წყალი რატომ აიმღვრაო. გაზაფხულზე მდინარე კი არა, წყაროს წყლებიც იმღვრევა“.

ამიტომ ჭაღიაშვილი ვარაუდობს, რომ ქალაქის წყალმომარაგება მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ უფრო გართულდება. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ კი აცხადებენ, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ყველა შექმნილ სირთულეს დროულად აღმოფხვრიან. ასევე, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ახალ პროექტზე მუშაობენ, რომლის მიზანიც ფილტრების შეცვლაა. მისი განხორციელების შემთხვევაში კი ქალაქში ყოველი გაზაფხული წყლის პრობლემებთან დაკავშირებული აღარ იქნება.

„საპროექტო დოკუმენტებზე ვმუშაობთ. წელს ორი რეზერვუარის რეაბილიტაციას ვგეგმავთ, რაც გარკვეული მარაგის საშუალებას მოგვცემს“, – აცხადებს ზაზა სიხარულიძე.

ბორის სპანდარეშვილის თქმით, საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ფილტრებით, ბორჯომში უკვე განხორციელდა: „თუ ასეთი გაკეთდება ახალციხეში, არცერთ გაზაფხულზე პრობლემა აღარ შეიქმნება“.

შეგახსენებთ, რომ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ახალციხის მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხზე ჩიოდა. ამას თან შეზღუდული განრიგიც დაერთო. დილა–საღამოს ქალაქის ქუჩების დიდ ნაწილს წყლის მიწოდების ხანგრძლივობა ორ–ორი საათით შეეზღუდა. იქ კი სადაც 24–საათიანი წყალმომარაგება იყო, განრიგზე გადავიდა.

ნახეთ, როგორი განრიგით მიეწოდებათ ამ ეტაპზე ახალციხის ქუჩებს წყალი


7:00 – 22:00 სთ. – გამსახურდიას, ნიკოლაძეს, ჩოლოყაშვილის, სულხასნ–საბას, ნებიერიძეს, ფარნავაზ მეფის, ნათენაძის, კოსტავას, აბასთუმნის, ადიგენის, აღმაშენებლის, ბორჯომის, გიორგი ბრწყინვალეს, ტაბიძის, ჭონქაძის, რუსთაველის(კორპუსები), გვარამაძის, მანველიშვილის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, ბარათაშვილის (ნაწილი), წმ. დავით და კონსტანტინეს (ნაწილი), წმ. ილია მართლის, შ. ახალციხელის, გამრეკელის, თუმანიანის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, მაისურაძის, 9 აპრილის, რუსთაველის (ნაწილი), მიქუტიშვილის, ყაზბეგის, ხმალაძის, გურამიშვილის, ე. ათონელის, ციხისძირის, სოფელი მინაძე, სოფელი ჭაჭარაქი
.

დილით 07:00 – 10:00, საღამოს 17:00 – 20:00 – წმ. ქეთევან დედოფლის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი. ათონელის, ბარათაშვილის (ნაწილი), წმ. დავით და კონსტანტინე (მაწილი), პეტრიწის, ხაშურის, ვარძიის, ასპინძის, მარჯანიშვილის, ვაჟა–ფშაველას, ჯანაშიას, ჯავახიშვილის, მღვდელი თევდორეს, სააკაძის, სარაჯიშვილის, თამარაშვილის, გრ. ხანძთელის, მთაწმინდელის, რუსთაველის (ნაწილი), თამარ მეფის, საფარის, ზარზმელის, ნინოშვილის, მეგობრობის, თბილისის.


დილით 07:00 – 11:00, საღამოს 17:00 – 19:00 – ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის, ჯაყელის, ჭყონდიდელის, სამსონიძის, ბაღინაშვილის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეტის (ნაწილი), იბერის, კანანელის, იაძის, კეცხოველის, წერეთლის, დიდიმამიშვილის, წიქვაძის, გრ. ორბელიანის, თაყაიშვილის, თაბუკაშვილის, მებაღიშვილის, სოფ. ივლიტა.


08:00 – 11:00 სთ – ერევნის, ქუთაისის, ივანე ახალციხელის, გორის.


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რატომ შემცირდა ახალციხეში სასმელი წყლის მიწოდების დრო
ახალციხის 16 ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს – როდის აღდგება მიწოდება
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის რომელ ქუჩას რომელ საათებში მიეწოდება წყალი [განრიგი]
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება