FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა დაშავდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 07.05.2017
სოფელ რუსთავთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 7 მაისს მოხდა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში მჯდომმა სამმა ახალგაზრდამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა  დაშავდა

ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გაზაზე, სოფელ რუსთავთან ავტოსაგზაოშემთხვევა დაახლოებით საღამოს 17:00 საათისთვის მოხდა.

„ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 30–წლამდე, სამი ახალგაზრდა იჯდა, სავარაუდოდ გზაზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, სამივე ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. მათ შორის ერთ–ერთი, 24 წლის მამაკაცი, მრავლობითი მოტეხილობებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“ შეიყვანა.

„კომატოზურ მდგომარეობაში იყო, თავის არეში, მარცხენა ბარძაყსა და სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა“, – განგვიცხადეს კლინიკა „იმედში“.

ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა კი „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებებში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, მძიმე მდგომარეობის გამო, როგორც კლინიკა „იმედში“ მოთავსებული ახალგაზრდა, ისე „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ შეყვანლი ორი დაშავებულიდან ერთ–ერთი, კატასტროფას თბილისში გადაჰყავს.

„ორივეს მდგომარეობა მძიმე იყო, თავის ქალასა და მთელს სხეულზე პოლიტრამვები ჰქონდათ, ერთ–ერთი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, ამიტომ თბილისში გაიწერა, მეორე ჩვენთან რჩება, მრავლობითი მოტეხილობები აქვს“, – განაცხადა „ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელმა დავით მერაბიშვილმა.

საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
ავარიის შედეგად  დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა  მძიმეა
ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა დასტაბილურდა
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე
ადიგენში ავარიის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა