FM97.5 / LIVE

9 მაისი სამცხე-ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 09.05.2012
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარით დასაჩუქრდნენ

9 მაისი სამცხე-ჯავახეთში

ახალციხელმა ვეტერანებმა 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგეობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის გუნდები მონაწილეობდნენ. ღონისძიების დამთავრების შემდეგ ვეტერანები რესტორან „რომანტიკაში“ სადღესასწაულო სადილზე მიიპატიჟეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 50 ვეტერანია. მათგან 17 ახალციხეში ცხოვრობს. უმრავლესობამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სპეციალურად ამ დღისთვის, 6000 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის იური ზარიძის თქმით, აღნიშნული თანხიდან ნაწილი ვეტერანებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ, ნაწილი კი ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას დასჭირდა.

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა 9 მაისს ორი დღესასწაული – ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 67-ე წლისთავი და შუშის გათავისუფლების მე-20 წელიწადი აღნიშნეს.

9 მაისის დილას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანები საპარადო კოსტიუმებში გამოეწყვნენ და ახალქალაქის გამგეობის შენობასთან მივიდნენ. ეს ერთადერთი დღეა წელიწადში, როცა ვეტერანები ერთად იკრიბებიან და ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლაში მიღებულ ორდენებსა და ჯილდოებს იკეთებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დიდი სამამულო ომის 44 ვეტერანი დარჩა. გასულ წელს ისინი 61-ნი იყვნენ. თუმცა წელს გამგეობის შენობასთან მოსვლა ყველა ვეტერანმა ვერ მოახერხა.

ვეტერანებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა და სხვა ადგილობრივებმა საბჭოთა კავშირის გმირის ვაჩაგან ვანციანის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ამ ღონისძიების შემდეგ ყველა ვეტერანი საზეიმო სადილზე მიიწვიეს.

ყვავილებით და თაიგულებით შეამკეს ვაჩაგან ვანციანისა და ლევონ დარბინიანის ძეგლები სოფლებში ზაკი და ალასტანი, სადაც გმირები იყვნენ დაბადებული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებისთვის 100-100 ლარი გამოყო. ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 14 ოჯახს მუნიციპალიტეტმა 50-50 ლარი გადასცა. გამარჯვების დღის აღსანიშნავად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს 200-200 ლარი დაურიგა.

9 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში შუშის გათავისუფლების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად 50 ადამიანი გაემგზავრა.

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში საზეიმო კონცეტრი გაიმართა, რომელიც კულტურულმა ცენტრმა “აიარტუნმა” მოაწყო. საზეიმო კონცერტს საქართველოში სომხეთის ელჩი ოგანნეს მანუკიანი, ვაზგენ მირზახანიანი, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, არცახის ომის მონაწილეები და ჯავახეთიდან ჩასული სტუმრები დაესწრნენ. სცენაზე კულტურულ ცენტრ “აიარტუნთან” არსებული ნერსეს შნორალის სახელობის ბავშვთა ინსტრუმენტული ანსამბლი, საცეკვაო ანსამბლები “ანი” და “ვანკი” და სხვები გამოვიდნენ. აქვე შედგა ეროვნულ გმირზე მონტე მელქონიანზე გადაღებული ფილმის ჩვენებაც. კონცერტის დროს გაიმართა დარბაზის პირდაპირი ჩართვა სტეფანაკერტთან.

დიდი სამამულო ომის ვეტერანები და არცახის ომის მონაწილეები მედლებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2019 26 მაისს ახალციხის ციხეში შესვლა უფასო იქნება

25.05.2019 ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა

25.05.2019 ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

25.05.2019 აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]
300 ლარი საჩუქრად გამგეობისგან ახალქალაქელ ვეტერანებს
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნეს