FM97.5 / LIVE

ლექცია–დისკუსია ლიბერალიზმის შესახებ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.05.2017
თემებზე: თავისუფლება, თავისუფალი არჩევანი, დემოკრატია, განვითარება, სამოქალაქო აქტივიზმი, ლიბერალიზმი – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ‘რესპუბლიკური პარტიის’ წევრები: დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი და თამარ კორძაია ესაუბრნენ.

ლექცია–დისკუსია ლიბერალიზმის შესახებ

ლექცია–დისკუსია 4 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური ხაზის“ პროექტს - „ლიბერალური კომპასის“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტის მიზანია საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქების ახალგაზრდებისათვის დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების, მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია.

ახალციხემდე შეხვედრა გორში, თელავსა და ქუთაისში გაიმართა. ის სტუდენტები, რომლებიც ქუთაისში აქტიურობით გამოირჩეოდნენ, ახალციხეში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. ახალციხეში გამართული დისკუსიის 4 აქტიურ მონაწილეს კი თბილისში მიიწვევენ.

„ჩვენს წინაშე საუკეთესო სურათი წარსდგა. განათლებული და განსაკუთრებული ახალგაზრდები არიან. კმაყოფილი ვარ მათი საუბრით, რომელშიც გამოხატული იყო პრინციპულობა. იმედი მაქვს, რომ საუკეთესო სტუდენტებთან მეტად დავახლოვდებით“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ლევან ბერძენიშვილმა.

პროექტის ავტორების თქმით, მსგავსი შეხვედრები უნდა გაიმართოს ფოთში, ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში. კურსის ბოლოს კი ყველა აქტიური სტუდენტი თბილისში, სიმბოლურად, დიპლომებით დაჯილდოვდება. არჩევის კრიტერიუმებია– აქტიურობა, დისკუსიაში მონაწილეობა და ასევე ლიბერალური ღირებულებების პატივისცემა.

ლექცია–დისკუსია ლიბერალიზმის შესახებ
[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დღეს ლიბერალიზმის შესახებ ლექცია–დისკუსია გაიმართება
„ლიბერალური ხაზი“ ეძებს აქტიურ სტუდენტებს ახალციხეში
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
სოციალური ქსელების გავლენა – დისკუსია სტუდენტებთან
ფემინიზმი, ძალადობა, კვოტირება – დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში გაეროს შესახებ იმსჯელეს
"აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში