FM97.5 / LIVE

ჯავახეთის პოლიტიკაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო ერთვება

მთავარიპოლიტიკა 19.03.2013
სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯავახეთის პოლიტიკაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო ერთვება
ჯერ კიდევ 19 თებერვალს, ახალქალაქში ორი დაპირისპირებული ბანაკის მიერ მიტინგების გამართვის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მიმართა წერილით, რომელშიც ორივე მხარეს სიმშვიდისა და სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რათა არ დაწყებულიყო პოლიტიკური დაპირისპირება.

„ჩვენ შეხვედრების ჩატარება ორივე მხარესთან გვსურს. რადგანაც ხელისუფლება შეიცვალა, გვინდოდა რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით მათ სტრატეგიას გავცნობოდით“, – ამბობს საბჭოს კოორდინატორი არტაკ გაბრიელიანი.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას საბჭომ წარმოადგინა მემორანდუმი სათაურით „ინტეგრაცია, მაგრამ არა ასიმილაცია“.

მემორანდუმში ვკითხულობთ: „საბჭო რეგიონში მოქმედ პოლიტიკურ წრეებს მხარის პრობლემების გადასაჭრელად ძალების ცენტრალიზებისკენ მოუწოდებს; ასევე მათ არ უნდა დაუშვან, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა მხარეში დაძაბულობა შექმნას და მოსახლეობა საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ზრუნვას მოაცდინოს“.

ხელისუფლებასთან საბჭოს შეხვედრისას ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა პრობლემები განიხილეს, თუმცა, ყურადღების ცენტრში სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი აღმოჩნდა.

არტაკ გაბრიელიანი ამ შეხვედრას შედეგიანად მიიჩნევს.

„ხელისუფლება ყველა საკითხს ყურადღებით მოეკიდა და დადებითი რეაქციები ქონდათ. შედეგიანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ საკითხებში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა. მაგალითად, ვთანხმდებით, რომ ენის საკითხის მოგვარება აუცილებელია; ასევე სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების მოსაგვრებლად საჭიროა ინვესტიციები“, – ამბობს იგი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა შედეგიანი იყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნაირი ირიციანი შეხვედრის ერთ–ერთ შედეგად მიიჩნევს ფაქტს, რომ 14 მარტს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე პარლამენტისთვის ევროპული ქარტიის რატიფიკაციის თხოვნით მიმართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

საბჭოს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთანაც მოახერხებს შეხვედრის გამართვას, რათა ნახონ რა რეაგირებას მოახდენს მათ დასმულ საკითხებზე მეორე მხარე.

„ეს საკითხები მათი, ივანიშვილის მთავრობის წინასაარჩევნო დაპირებები იყო. ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეთ. დღეს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ვინ იქნება, მთავარია საქმე წინ მიდიოდეს“, – ამბობს გაბრიელიანი.

აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისმა დაუყოვნებლივ, წერილობითი სახით უპასუხა საბჭოს მიმართვას, რომელშიც საუბარი იყო მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე; მათ ასევე მზადყოფნა გამოთქვეს საბჭოს წარმომადგენლებთან 23 თებერვალს, დღის 12:00 საათზე მათ ოფისში შეხვედრისთვის, თუმცა, აღნიშნული შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

'სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო' ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
”სასამართლო პროცესად” ქცეული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა ახალაქალაქში
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოსალოდნელი ცვლილება ჯავახეთში უფლებების დარღვევად აღიქვეს