FM97.5 / LIVE

რეგიონული განვითარების სამინისტროს ბორჯომი 5 მლნ ლარს სთხოვს

მთავარიეკონომიკა 19.03.2013
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხუთი პროექტი წარუდგინა. პროექტების ღირებულება დაახლოებით 5,500,000 ლარამდეა

რეგიონული განვითარების სამინისტროს ბორჯომი 5 მლნ ლარს სთხოვს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა.
მოსახლეობასთან შეხვედრებში, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგეგმება დაბა ახალდაბაში, რუსთაველისა და ყაზბეგის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 750,000 ლარს შედგენს.

ასევე, დაგეგმილია ბორჯომში ახალშენის, გოგიასციხის, სააკაძისა და გამარჯვების ქუჩების რეაბილიტაცია. ამ ქუჩებზე სანიაღვრე არხები და ბორდიულებიც მოწესრიგდება.

დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია მომზადებული რობაქიძის ქუჩისთვის, სადაც ჩამონგრეულია ბეტონის კედელი და შექმნილია მეწყერსაშიში ზონა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„აქ გადის ხაშური-ახალციხის დამაკავშირებლი რკინიგზა. გზის ქვეშ კი გადის წყლისა და საკანალიზაციო კომუნიკაციები, ამ გზით სარგებლობს მოსახლეობის უმრავლესობა და გზის მოწყვტამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზარალი“,- განმარტავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათელა გოგოლაძე.

2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია გაკეთებული ბორჯომის ცენტრალური პარკის მისასვლელ გზაზეც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის, საყრდენი კედლების და ფეხით სავალი ხიდის რეაბილიტაცია, პროექტშია ჩადებული 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაციაც.

სოფელ ლიკანში იგეგმება საკანალიზაცი სისტემის გაკეთება და ორი ქუჩის, გოგებაშვილისა და რაზმაძის ქუჩების მოასფალტება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ დააფინანსებს, ადგილობრივი ძალებით შეეცდებიან.

„ვპირდებით მოსახლობას ადგილობრივი ძალებით მოვიზიდოთ თანხები. მაქსიმლურად ვიმუშავებთ ქონების გადასახადისა და იმ ადგილობრივი გადასახადების ამოღებაზე, რაც თვითმმართველობის პრეროგატივას განეკუთვნება და ჩვენი ძალებით შევეცდებით დარჩენილი პროექტების განხორციელებას“, - განმარტავს ნათელა გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 პროექტი გაუგზავნა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 5 500 000 ლარს შეადგენს. რამდენ პროექტს დაუჭერს მხარს სამინისტრო, პროექტების წარდგენიდან 15 დღეში გახდება ცნობილი. პროექტების გადაგზავნის ბოლო ვადა 11 მარტს ამოიწურა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რაში დახარჯავს ბორჯომის  მუნიციპალიტეტი 2 392 108 ლარს
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
ბორჯომი რეგფონდიდან 2 495 667 ლარს მიიღებს
ბორჯომში 2013 წელს დაგეგმილი 17 პროექტიდან, 13 დასრულდა
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა