FM97.5 / LIVE

ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.05.2017
5 მაისიდან საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. 9–წევრიანი საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 11 ქალაქში გამართავს.

ხვალიდან  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას ხვალ, 5 მაისს, ქუთაისიდან დაიწყებს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა 15 მაისს თბილისში დასრულდება. იქამდე კი კომისია მოივლის ამბროლაურს, ოზურგეთს, ბათუმს, ზუგდიდს, ახალციხეს, გორს, თელავს, მცხეთასა და რუსთავს.

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის ახლებურ დებულებების მიხედვით იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიკუთვნება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ამგვარ ფორმას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ დოკუმენტი, რომელიც ყოველგვარი კონესუსის გარეშეა შექმნილი, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერაა ხელმოწერილი. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს კოსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრები მანამდე დაიწყო, ვიდრე საორგანიზაციო კომისია დაიწყებდა. პრეზიდენტმა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში გამართა.

საჯარო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო პროცესში ჩაერთვება „ევროპული საქართველო“.
„იმ საერთო-სახალხო განხილვების დროსაც, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია განახორციელებს, „ევროპული საქართველო“ ისაუბრებს ძირითადად იმის აუცილებლობაზე, რომ საჭიროა ჩატარდეს საერთო-სახალხო გამოკითხვა, პლებისციტი და, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს იმ კონსტიტუციური ცვლილებების ბედი, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“ და რომელსაც იწუნებს მთელი საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები“, – განაცხადა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრეზიდენტი მზადაასაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩაერთოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან კონკრეტულ შეთავაზება დღეს უნდა მიიღოს.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საყოველთაო სახალხო განხილვებთან დაკავშირებით შექმნილი საორგანიზაციო კომისია დღეს იმსჯელებს თუ რა ფორმით მოხდება საყოველთაო სახალხო განხილვებში პრეზიდენტის ჩართვა.
სახალხო-საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ,საკონსტიტიციო ცვლილებების განხილვა დაიწყება პარლამენტის კომიტეტებში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ხოლო სავალდებული დასკვნების წარმოდგენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ხელმოწერით მხარი 108 დეპუტატმა დაუჭირა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან შეუერთდება
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
დღეს ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება
ახალქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ
ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს