FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.05.2017
45 წელი ჟურნალისტიკაში და 20 წელი გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქციაში – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს, ჟურნალისტ მარინა ზედელაშვილს საიუბილეო საღამო მოუწყო.

უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს

საიუბილეო ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, დღეს, 3 მაისს გაიმართა. საიუბილეო საღამოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები, მარინა ზედელაშვილის კოლეგები და მისი ყოფილი სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ჟურნალისტისთვის ეს დაფასება მნიშვნელოვანია. ეს მარტო მე არ მეკუთვნის, ყველა ჟურნალისტს ეკუთვნის, რადგან ყველა იმსახურებს ამას“, – განაცხადა ღონისძიების დასრულების შემდეგ მარინა ზედელაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ, მარინა ზედელაშვილს სარედაქციო–საგამომცემლო საქმიანობისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის სახელობის მედალი გადასცა.

„ამ საღამოს ჩატარება ჩვენი ინიციატივა იყო, ვეცადეთ მარინა ზედელაშვილის უნივერსიტეტისადმი დამსახურება გამოგვეხატა იმ უმაღლესი ჯილდოთი რასაც, უნივერსიტეტის მედლი ჰქვია“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

მარინა ზედელაშვილი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქციაში 1996 წლიდან მუშაობს. 1997–2006 წლებში, შემდეგ კი 2009 წლიდან დღემდე არის გაზეთის მთავარი რედაქტორი. გარდა ამისა, მარინა ზედელაშვილი იყო 10–მდე გაზეთის ჟურნალისტი და რედაქტორი. კითხულობდა ლექციებს ახალციხისა და თბილისის უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. არის ღირსების ორდენის კავალერი.

უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს

უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს

უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს
„მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა
პროფესიული დღე ახალციხელ ჟურნალისტებს არ აღუნიშნავთ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს ზეიმობს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
უნივერსიტეტში ჟურნალის „არავი“ პრეზენტაცია გაიმართა
მერაბ ბერიძეს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭეს