სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მეწარმეებს ტროტუარების 'გათავისუფლება' მოუწევთ – მერია კოსტავას ქუჩის შეკეთებას იწყებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 03.05.2017
ახალციხეში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მაღაზიის მეპატრონეებს, რომლებსაც კიბეები ტროტუარებზე აქვთ გადმოდგმული, პროტესტის მიუხედავად, მათი შეწევა მაინც მოუწევთ. ადგილობრივი თვითმმართველობა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ემზადება.

მეწარმეებს ტროტუარების 'გათავისუფლება' მოუწევთ – მერია კოსტავას ქუჩის შეკეთებას იწყებს

ახალციხის მერიამ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 18 აპრილს, 370 000 ლარზე გამოაცხადა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ამ თანხით კოსტავას ქუჩის ტროტუარების და ამავე ქუჩაზე ექვსი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ კოსტავას ქალაქის ცენტრალური ქუჩის ტროტუარებზე გადმოდმული მაღაზიების კიბეების შეწევაზე ახალციხის მერმა მიმდინარე წლის იანვარში ისაუბრა. მერის ინიციატივამ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი აცხადებდნენ, რომ ყველა დოკუმენტი კანონთან შესაბამისობაში ჰქონდათ და კიბეების შეწევას არ აპირებდნენ.

ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, მაღაზიების მეპატრონეებს კიბეების შეწევას კიდევ ერთხელ სთხოვენ, რადგა მათ უმეტესობას მშენებლობის ნებართვა კანონდარღვევით აქვთ.

„ჩვენ ვთხოვთ ისევ, რომ შეწიონ კიბეები. ცოტა მოქალაქეების მხრიდან იყო აგრესია, თუმცა, იმედი მაქვს, რომ დაგვთანხმდებიან. ცენტრალურ ქუჩაზე შშმ პირებს გადაადგილებს საშუალება არ აქვთ. ამ ადამიანების მიმართაც გამოვიჩინოთ გულისმხიერება“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი ორჯერ გამოახადა, თუმცა ვერ შედგა. ახალი ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 370 000 ლარია, კოსტავას ქუჩის ორივე მხრის ტროტუარის, ასევე, №12, №18, №77, №41, №43 და №45- ში ეზოების მოასფალტებას და კეთილმოწყობას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა
რა ეტაპზეა კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების შეკეთება [Photo]
ორი დღეა კოსტავას ქუჩის ერთი კორპუსი უწყლოდაა
ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ
ბორჯომში  კიბეებისა და ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაცია იწყება
რომელ ქუჩებს მოაწესრიგებს მერია მომავალ წელს 4 მლნ–მდე ლარით
შეკეთებული ტროტუარი სანიაღვრეს გარეშე