FM97.5 / LIVE

პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' ეძებს აქტიურ ახალგაზრდებს რეგიონებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.05.2017
მოხალისეების შერჩევის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რეგიონების მასშტაბით, ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება 20 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' ეძებს აქტიურ ახალგაზრდებს რეგიონებში

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.

კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, 20 მაისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ექნებათ გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამინისტროს მიერ შერჩეული საკორდინაციო რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება, მუნიციპალიტეტებში ახალაგზრდობაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები

ასაკი 16 დან - 25 წლამდე
მოტივაცია და კომუნიკაბელურობა
გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა


მთლიანობაში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან და თბილისიდან 148 მოტივირებული მოხალისე შეირჩევა(ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან), რომლებიც ივნისის შუა რიცხვებში გაივლიან 5–დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს. კურსის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე მიენიჭება „საქართველოს მოხალისის" სტატუსი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე თბილისში და რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, კულტურულ - შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი
მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორთან - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ანა ხაბარელი ტელ:+599428244; E-mail: a.khabareli@msy.gov.ge

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 ‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

28.05.2020 COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა

28.05.2020 2 დღის განმავლობაში საქართველოში იწვიმებს

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პროგრამა 'საქართველოს მოხალისე' რეგიონებში კონკურსს აცხადებს
პროგრამისთვის 'საქართველოს მოხალისე' კონკურსი მიმდინარეობს
ბაკურიანში ‘საქართველოს მოხალისეებისთვის’ ტრენინგები მიმდნარეობს [Photo/Video]
გახდი წლის საუკეთესო სპორტული მოხალისე!
ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული  სკოლის’’  შესარჩევი კრეათონები გაიმართება
ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა
ახალციხე ახალგაზრდული იდეების კონკურსში ერთვება