"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

პაუზა ლექსით: "მე მიყვარს ხოლმე სიარული" [Audio]

მთავარიპაუზა–რადიო 02.05.2017
რადიო "სამხრეთის კარიბჭე" პაუზას ლექსით გთავაზობთ. ბექა გასიტაშვილი, ამჯერად, პოეტ მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას წარმოგიდგენთ. "მე მიყვარს ხოლმე სიარული" – ტალღიდან FM 97.5



მე მიყვარს ხოლმე სიარული

მე მიყვარს ხოლმე სიარული
ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს...
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!..
(მიზეზის პოვნას
არც თუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან
სინათლე ლურჯი...
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
და
ბოლოს
სასაფლაოსკენ წამიღებენ
ამავე ქუჩით.
აუცილებლად!
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა!
დედაო, გმადლობ! -
ვხედავ ქვეყანას
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.

[sknews.ge]


22.06.2017 უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები გააცნეს

21.06.2017 ახალციხეში შშმ პირთა მშობლები და სპეციალისტები გადამზადდებიან

21.06.2017 "ეტალონის" ფინალურ ტურში სამცხე–ჯავახეთიდან შვიდი მოსწავლე გადავიდა

20.06.2017 ქალაქ ახალციხის სკოლებიდან ბიოლოგიაში 6 მოსწავლე ჩაიჭრა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.06.2017 ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

21.06.2017 ახალციხის სამხატვრო სკოლის ნამუშევრები სვანეთის ფესტივალზე

21.06.2017 "ახალციხელობაზე" გასამართი ღონისძიებების განრიგი

21.06.2017 ახალციხეში 1–2 ივლისს ორთოპედიული კონსულტაციები ჩატარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პაუზა ლექსით: "საქართველოს" [Audio]
პატარა ხელოვანი
რას კითხულობენ ახალგაზრდები
პაუზა ლექსით – "თოვლი" [Audio]
"პაუზა ლექსით": შეჩერდი, მოასწარ! [Audio]
პაუზა ლექსით – "აბასთუმანი" [Audio]
პაუზა ლექსით: "ამოდის მთვარე და მაღლა იწევს" [Audio]