FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: სტატუსის თემა ”ოცნების” პროვოცირებულია

მთავარიპოლიტიკა 18.03.2013
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი სომხური ენის სტატუსის თემის წამოწევაში ”ოცნებას” ადანაშაულებს და ვითარების დასარეგულირებლად ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს

ვანო მერაბიშვილი: სტატუსის თემა ”ოცნების” პროვოცირებულია
ვანო მერაბიშვილმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მართალია ხელისუფლება ცდილობს თემის წამოწევა ”ნაციონალურ მოძრაობას” გადააბრალოს, მაგრამ, სინამდვილეში, საკითხი ”ქართული ოცნების” პროვოცირებულია: ”ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოსთხოვა ახალქალაქის გამგეობას დაეყენებინათ, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და თქვენ ახლა მოგეხსენებათ ვისი ინიციატივაა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები. და, მინდა გითხრათ, რომ ახალქალაქში საზოგადოებივი აზრი არის ისეთი, რომ თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, ვერცერთი საკრებულოს წევრი ამის წინააღმდეგ ხმას ვერ მისცემს”.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჯავახეთში ქართულ სახელმწიფოებრიობას პირდაპირ ან ირიბად უპირისპირდებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ სხვადასხვა ინსტიტუტების მუშაობაში ჩართო. დღეს კი ჯავახეთში ვითარება ოდნავ შეცვლილია და გაჩნდა სიტუაციის დაძაბვის პირველი ნიშნები. ეს კი გამოიწვია ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების, იმ ადამიანების დევნამ, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ჯავახეთში სიტუაციის დარეგულირებას ცდილობდა და ასევე, ვაჰაგნ ჩხალიანის გამოშვებამა და ტოროსიანისთვის პერსონა ნონ-გრატას სტატუსის მოხსნამ.

”ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო. დავით რსტაკიანი, რომელიც იყო საკმაოდ გავლენიანი ადამიანი, იყო წინა საკრებულოების წევრი, ყოველთვის აყენებდა ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე და ამიტომ, ბოლო არჩევნებზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რასტაკიანი და მისი მსგავსი რადიკალები საკრებულოში არ მოხვედრილიყვნენ,“- აცხადებს მერაბიშვილი და აქვე ამატებს, - დღევანდელმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა და ლამის გმირად შერაცხა ჩახალიანი, ტოროსიანს მოუხსნა პერსონა ნონ-გრატას სტატუსი, და შესაბამისად, დაიწყო ბრძოლა”

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი მთავრობაში ყოფნის დროს, ჯავახეთი მას ებარა და მზად არის, ხელისუფლებას ამ საკითხში დახმარება გაუწიოს: ”მე მინდა შევთავაზო ხელისუფლებას გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება. მზად ვარ შევხვდე ნებისმიერ წარმომადგენელს და მივცე რჩევა, მივცე კონსულტაცია”.

მერაბიშვილი ჯავახეთში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბოლომდე ”ქართულ ოცნებას” აკისრებს: ”ეს მცდელობა, დაბრალდეს ”ნაციონალურ მოძრაობას” არის უსუსური, რადგან ყველა შემთხვევაში, რაც ხდება ჯავახეთში, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას”

”კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლას ნუ გადააყოლებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ღარიბაშვილი: ჯავახეთში ვითარება კონტროლირებადია
დავით ბაქრაძე ჭელის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
ვანო მერაბიშვილი მთავარი პროკურორის ზეწოლაზე საუბრობს [Video]
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
რატომ ატირდა ვანო მერაბიშვილის დედა 'ნაციონალების' შეხვედრაზე
‘მერაბიშვილი არჩევნებში უკონკურენტო იქნება’ - ოპოზიციური პარტიები სამცხე-ჯავახეთში