FM97.5 / LIVE

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა

მთავარისაზოგადოება 08.05.2012
რა შეიცვალა სკოლებში მანდატურების შესვლის შემდეგ; როგორია ქართული ’’უსაფრთხო სკოლა’’ და რა მდგომარეობაა სკოლებში ძალადობის მხრივ, - ამ საკითხებზე იმსჯელეს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ’’ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება’’ პროექტის ფარგლებში მომზადებული უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტის განიხილვისას.

შეხვედრა დღეს, ახალციხის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" შედგა და მას ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები, ასევე ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
უსაფრთხო სკოლის დოკუმენტი განათლების სპეციალისტების სიმონ ჯანაშიასა და სოფო გორგოძის მიერაა მომზადებული. მასში ასახულია სკოლაში ძალადობის მხრივ არსებული მდგომარეობა, დასავლური და საქართველოს წარმატებული გამოცდილება და არსებული პოლიტიკის ალტერნატივები.

ახალციხელი პედაგოგები საუბრობდნენ მანდატურის სამსახურის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მათი თქმით, მანდატურების შესვლის შემდეგ სკოლებში შემცირდა გაკვეთილებზე დაგვიანების შემთხვევები; აიკრძალა საჩუქრების პრაქტიკა; პედაგოგები უფრო მობილიზებულები გახდნენ. თუმცა, აქვე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ არის შემთხვევბი, როდესაც მანდატურები თავინთ უფლებამოსილებას ამეტებენ. მაგალითად, სკოლაში არ უშვებენ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს; არ ითვალისწინებენ ზოგიერთ საპატიო გარემოებას, მაგალითად ტრანსპორტის პრობლემას სკოლიდან შორს მცხოვრები მოსწავლისათვის, რომელსაც ხანდახან გაკვეთილზე აგვიანდება და ა.შ. მათივე თქმით, მანდატურების უფლებები დირექტორების უფლებებს უტოლდება. ასევე, მათ შეუძლიათ საყვედურით და მკაცრად მიმართონ მოსწავლეს, მაშინ როცა მათ შენიშვნის მიცემის უფლებაც არ აქვთ.

პროექტის - ,,ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება“ - განხორციელება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის განხილვა საქართველოს შვიდ ქალაქშია დაგეგმილი. ახალციხემდე დოკუმენტი ბათუმში, ოზურგეთსა და ქუთაისში განიხილეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის პრეზენტაცია
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
ახალციხის სკოლების ინკლუზიური განათლების მონიტორინგის შედეგები