FM97.5 / LIVE

სასკოლო ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა იკრძალება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 30.04.2017
სასკოლო ბუფეტებში არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყება სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებასა და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს.

სასკოლო ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა იკრძალება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში წასახემსებლების: ჩიფსების, ე.წ. სუხარიკების, ჟელიბონების, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა, გაყიდვა იკრძალება – ეს არის მეთოდური რეკომენდარია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, შეიმუშავა.

სამინისტროს ინფორმაციით, "პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ჯანსაღი საკვები ყიველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა".

რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.


ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო, სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიასაც იწყებს- სტუდენტები დაწერენ საკომუნიკაციო სტატეგიას ჯანსაღი კვებისთვის. სამინისტროს ჟიური შეაფასებს და მოწონებულ გუნდთან ერთად გაატარებს აქტივობებს, ამ აქტივობებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით კრედიტებს ან ჩაეთვლებათ პრაქტიკულ გამოცდილებაში.

[sknews.ge]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან
საინფორმაციო გამოშვება 12:00 საათზე – 1 მაისი [Audio]
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 1 მაისი [Audio]
300–მა მოსწავლემ საგაზაფხულო არდადეგები ბაკურიანში გაატარა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება